სიახლეები

მემორანდუმი ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტთან
30 აპრილი 2018

30 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და საერთო კვლევითი პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე გეგმავენ ერთობლივ საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებს.