სიახლეები

მედიცინის სკოლის სტუდენტთა მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიება
14 ნოემბერი 2017

14 ნოემბერს, ბავშვთა დღის აღსანიშნავად მედიცინის სკოლის სტუდენტები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც მიზნად ისახავდა ობოლი და უსახლკარო ბავშვების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა თავდაპირველად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღეს და მოგვიანებით ესტუმრნენ ობოლთა თავშესაფარს. ბავშვებს ხილი, ტკბილეული და ყოველდღიური საჭიროების ნივთები გადასცეს. მათთან მთელი დღე გაატარეს, გაუაზიარეს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და საინტერესო თამაშებით გაახალისეს.