სიახლეები

მედიცინის სკოლის სტუდენტებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) შესახებ ვებინარი ჩაუტარდათ
3 თებერვალი 2017

3 თებერვალს, პროფესორმა სუნილ აგარვალმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE-ის) პირველი საფეხურის შესახებ ვებინარი ჩაუტარა. ვებინარის თემა იყო სალიცენზიო გამოცდის უმთავრესი საკითხები: პარკინსონიზმი და რადიოლოგია.

პროფესორი სუნილ აგარვალი არის მთავარი ნეირო-რადიოლოგი და ფაკულტეტის წევრი ავალონის უნივერსიტეტში. ამჟამად ის ასწავლის ნეირომეცნიერებებსა და კლინიკურ უნარებს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ის დიდი ხანია, რაც სტუდენტებს ამზადებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი საფეხურისთვის.