სიახლეები

მედიცინის სკოლის სტუდენტების გუნდის გამარჯვება კრიკეტის ტურნირში
3 აპრილი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტების გუნდმა “Rising Stars“, 2 აპრილს, კრიკეტის ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა უკვე ორი გამარჯვება მოიპოვა. “Rising Stars“-მა დაამარცხა “Unknown Z”, გუნდების მაჩვენებლები:

“Rising Star“ – 87/9, ხოლო “Unknown Z” 86/7.

ასევე დაამარცხა “Asionz”: “Rising Star“  68/4, “Asionz”  51/5.