სიახლეები

მედიცინის სკოლის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) ტუტორთა ტრენინგი
16 აგვისტო 2018

15 აგვისტოს, მედიცინის სკოლის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) ტუტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა თვრამეტმა PBL-ტუტორმა მიიღო. ტრენინგი მიზნად ისახავდა ტუტორების მიერ წინა წლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და სესიების წარმართვის ერთობლივი სტრატეგიების დახვეწას.

ტრენინგის პირველი ნაწილში განიხილეს სესიების წარმართვის მეთოდოლოგიური საკითხები, გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სწავლებაში (peer-tutoring) ჩართულ სტუდენტებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.