სიახლეები

მედიცინის სკოლის კურიკულუმის კომიტეტის სხდომა
28 მაისი 2018

26-27 მაისს, ქ. ბორჯომში მედიცინის სკოლის კურიკულუმის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომა მიეძღვნა მედიცინის განახლებული დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების განხილვასა და უნივერსიტეტის პერსონალის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას. 

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება დარგობრივი მახასიათებელი, რაც კურიკულუმში ცვლილებების აუცილებლობას გამოიწვევს (დაემატება 30 ე.წ. თავისუფალი კრედიტი არადარგობრივი კომპეტენციების განსავითარებლად), ასევე განისაზღვრება დამატებითი მოთხოვნები უნივერსიტეტის პერსონალის მიმართ.

პერსონალის განვითარების სტრატეგია გულისხმობს უნივერსიტეტის გუნდის თითოეული წევრის, პერსონალური განვითარების გეგმის ანალიზის საფუძველზე, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირებას და საზაფხულო ტრენინგების ციკლის შეთავაზებას სწავლებისა და შეფასების მეთოდების, ასევე სიმულაციური ცენტრის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების მიმართულებით.