სიახლეები

მედიცინის სკოლის ახალი დეკანი
1 ივნისი 2019

1 ივნისს, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საბჭომ დეკანად პროფესორი შორენა ჭუმბურიძე აირჩია. შორენა ჭუმბურიძეს მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იგი იყო ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი. 2010 წლიდან არის ამერიკის კარდიოლოგიის საერთაშორისო აკადემიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ხოლო 2008 წლიდან - ამერიკის თერაპევტთა კოლეჯის სპეციალური წარმომადგენელი. სხვადასხვა დროს იგი იყო: თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი კლინიკის ინტენსიური კარდიო-თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი; რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი თერაპიის ეროვნულ ცენტრში; წამყვანი კარდიოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელი თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადებისა და კარდიომიოპათიების განყოფილებაში.