სიახლეები

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის განმავითარებელი შეფასება
6 დეკ 2017

4-5 დეკემბერს, აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტებმა განახორციელეს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის განმავითარებელი შეფასება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში.

ვიზიტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში უცხოელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ცენტრის ქართველმა ექსპერტებმა და საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დამკვირვებლებმა.  

შეფასების მიზანია საექსპერტო რეკომენდაციების შემუშავება აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დამკვიდრებისა და პროგრამის შემდგომი განვითარებისათვის.