სიახლეები

მედიცინის დოქტორ მ. არზომანდის საჯარო ლექცია
6 ოქტომბერი 2017

5 ოქტომბერს, ლონდონის პედიატრიული ჰოსპიტლის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა მ. არზომანდმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „დიპლომისშემდგომი განათლება დიდ ბრიტანეთში“. მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში დიპლომისშემგომი განათლების მნიშვნელობისა და თავისებურებების შესახებ. ასევე განიხილა სავალდებულო სალიცენზიო გამოცდა და ის სპეციფიკური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც ეს ქვეყანა უყენებს სამედიცინო საქმიანობის დაწყების მსურველ ექიმებს.

ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში და კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.