სიახლეები - მედიცინა

საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზენტაცია

21 ივნ 2017
19 ივნისს, გაიმართა საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის მისიის პრეზენტაცია. ასოციაცია დაფუძნდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ.
მეტი

ბრიგიტა იანის საჯარო ლექციები ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ

31 მაი 2017
ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ბრიგიტა იანმა ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ საჯარო ლექციები ჩაატარა.  
მეტი

დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“

27 აპრ 2017
27 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“.
მეტი

საერთაშორისო კონგრესი „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში - სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“

19 აპრ 2017
2017 წლის 9-10 მაისს, ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან არსებული ჟან მონეს ცენტრი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლებს საერთაშორისო კონგრესს.
მეტი

კონფერენცია ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის შესახებ

11 აპრ 2017
6 აპრილს, სასტუმრო „ბილთმორში“ ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელიც ინტრაბიმის აპარატით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს მიეძღვნა.
მეტი

სემინარი და ვორკშოპი „პაციენტთა უსაფრთხოებაზე“

10 აპრ 2017
სემინარი შეეხო სამედიცინო პრაქტიკაში გავრცელებულ შეცდომებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო პრობლემებს და შეცდომათა გამოსწორების გზებს.
მეტი

უფასო სკრინინგის პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

23 მარ 2017
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოპიტალი ჩაერთო „დაავადებათა სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კიბოსწინარე დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა წყნეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს

22 მარ 2017
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის წამყვანმა სპეციალისტებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილებს.
მეტი

სემინარი და ვორქშოპი პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ

18 მარ 2017
პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ სემინარი და ვორქშოპი გაიმართება, 31 მარტსა და 1 აპრილს, უნივერსიტეტის კამპუსში (ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 11).
მეტი

მედიცინის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომის დაცვა

14 მარ 2017
2017 წლის 10 მარტს, ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის ფარგლებში გაიმართა დოქტორანტ კობა შანავას ნაშრომის დაცვა.
მეტი

სეზონური სკოლა „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“

13 მარ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად 2017 წლის 1-9 მაისს ატარებს სეზონურ სკოლას „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში".
მეტი

მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე

28 თებ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე. ხანგრძლივობა:3 წელი (180 კრედიტი). სწავლების ენა: ქართული და/ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად. 
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

4 თებ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, გადაეცათ სერტიფიკატები. 
მეტი

მედიცინის სკოლის სტუდენტებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) შესახებ ვებინარი ჩაუტარდათ

3 თებ 2017
3 თებერვალს, პროფესორმა სუნილ აგარვალმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE-ის) პირველი საფეხურის შესახებ ვებინარი ჩაუტარა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის მედიცინის სკოლათა ასოციაციის წევრი გახდა

15 იან 2017
2017 წლის 13 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ევროპის მედიცინის სკოლათა ასოციაციის (AMSE-ის) წევრი გახდა, რისი მიზანიცაა განათლების, კვლევისა და მართვის სფეროში საერთო გამოცდილების გაზიარება.
მეტი

ცოდნის სამკუთხედი მოქმედებაში

17 დეკემბერი 2016
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ერთობლივმა სამეცნიერო პროექტმა ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა. 
მეტი

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

15 დეკემბერი 2016
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ონკოლოგიურ დაავადებათა ეფექტური მკურნალობის მიზნით, დაინერგა რადიაციული თერაპიის ერთ-ერთი მიმართულება ინტრაოპერაციული სხივური თერაპია.
მეტი

სპეციალობის მაძიებელთა მიღება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური ონკოლოგია“

12 დეკემბერი 2016
სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება ხდება  ღია კონკურსის წესით  3 ვაკანტურ ადგილზე.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ინკონეტ ტვინინგის პროექტის მონაწილეები

29 ნოე 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ინკონეტ ტვინინგის პროექტის  ევროპელ პარტნიორებს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები კიბოს სკრინინგის, იმუნური მექანიზმების, რეციდივირებისა და მეტასტაზირების, ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის აქტუალურ საკითხებზე.
მეტი

სემინარი სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის დისფუნქციის შესახებ

29 ნოე 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ერთობლივ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში ჯო ენის ცენტრის  მოზრდილთა კარდიოლოგიური განყოფილების გამგემ, გიორგი კაჭარავამ ჩაატარა სემინარი სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან დაკავშირებული დისფუნქციის შესახებ.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი IncoNet ტვინინგის ორ ახალ პროექტში

27 ოქტ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობს Inconet ტვინინგის ორ პროექტში: „ადამიანის პაპილომავირუსი და კიბო - თანამედროვე ასპექტები“ და „კიბოს აქტუალური საკითხები - იმუნური მექანიზმები, რეციდივი, მეტასტაზი“. 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ექიმები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

5 ოქტ 2016
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმები ნანა ჩიხლაძე (ქიმიოთერაპიის განყოფილება) და მაკა გოგოლაძე (ზოგადი ქირურგიის მიმართულება) სამეცნიერო მოხსენებით წარდგნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში 7-10 სექტემბერს. ნანა ჩიხლაძის მოხსენება  საქართველოში პალიატიური მზრუნველობის პრობლემატიკას ეხებოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში  ექიმებს ყოველდღიურად უწევთ  ქრონიკულ ინკურაბელურ და მომაკვდავ პაციენტებთან ურთიერთობა, თუმცა პაციენტთან და მათი ოჯახის წევრებთან ექიმთა კომუნიკაციის უნარი საკმაოდ დაბალია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტის ოჯახის წევრთა მხოლოდ მესამედია კმაყოფილი  ექიმებთან კომუნიკაციით. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება პალიატიური მზრუნველობის სწავლების  სპეციალურ ონლაინ მოდელს, რომელიც განკუთვნილი იქნება კრიტიკული და ინტენსიური მედიცინის სფეროში მომუშავე ექიმთათვის.  კონფერენციაზე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა პროფესორი ხავიერ ბატისტა (ესპანეთი), რომელმაც სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო კვლევის მეთოდიკის დახვეწაში. მეორე მოხსენება, რომლის ავტორი იყო მაკა გოგოლაძე, ეფუძნებოდა ექსპერიმენტულ კვლევას ჰერნიოპლასტიკის შესახებ. თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. მსოფლიოში ყოველწლიურად 20-21  მლნ  ჰერნიოპლასტიკა ტარდება. კვლავ გადაუჭრელი და აქტუალური პრობლემაა თიაქარპლასტიკების შემდგომი, ბადესთან ასოცირებული პრობლემები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუცლის წინა კედლის, თიაქრის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება. მოხსენებით დაინტერესდა ბულგარეთის დელეგაცია (ხელმძღვანელი პროფ გ.ცარიანსკი, ბულგარეთის სამედიცინო აკადემია, წმ ეკატერინეს სახ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) და ავტორს შესთავაზეს სტატიის გამოქვეყნება ბულგარეთის წამყვან სამეცნიერო-ქირურგიულ ჟურნალში.  კონფერენციაში 150-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მოწვეული იყვნენ მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF), ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UEMS, AEMH, EMSA) ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრეზენტაციების კვირეული დასრულდა

26 სექ 2016
სასწავლო სემესტრი, 2016 წლის 12 სექტემბერს, პრეზენტაციების კვირეულით დაიწყო. ამ კვირეულის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ახალ სასწავლო კურსებსა და ლექტორებს.
მეტი

სპეციალობის მაძიებელთა მიღება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე “კლინიკური ონკოლოგია”

10 აგვ 2016
სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება ხდება  ღია კონკურსის წესით  5 ვაკანტურ ადგილზე.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე ჩატარდა ლექციების საზაფხულო ციკლი

14 ივლ 2016
1-11 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნიერსიტეტში საგადასახადო სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ ლექციების საზაფხულო ციკლი ჩატარდა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აუტიზმის კვლევასთან დაკავშირებით ტვინინგის პროექტში მონაწილეობს

17 ივნ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მონაწილეობს ტვინინგის პროექტში „აუტიზმNet - ტვინინგი, როგორც მიდგომა აუტიზმის კვლევისთვის". პროექტი ხორციელდება IncoNet აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა in vitro დიაგნოსტიკის სტანდარტიზებაზე ტვინინგის პროექტს უმასპინძლა

13 ივნ 2016
13-14 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტვინინგის პროექტს „საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება in vitro დიაგნოსტიკის სტანდარტიზებისთვის", რომელიც დაფინანსდა IncoNet აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრმზერას შორის მემორანდუმი გაფორმდა

29 მაი 2016
27 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ნეირორეაბილიტაციის თემაზე სემინარი ჩატარდა

27 მაი 2016
23-25 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”.სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბრიგიტა იანი. 
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე: კუნთოვანი კონტრპულსაცია - ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მართვაში

16 მაი 2016
20 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლერი ლაფანაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: კუნთოვანი კონტრპულსაცია (კკპ) - ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მართვაში.
მეტი

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის 2015 წლის გამოცდილების ანალიზი

15 მაი 2016
19 მაისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩატარდება მორიგი მოხსენება თემაზე:„პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის 2015 წლის გამოცდილების ანალიზი“.
მეტი

პროფესორ როლანდ კრონერის საჯარო ლექცია თემაზე „და ვინჩის რობოტული ქირურგია“

13 მაი 2016
პროფესორმა კრონერმა სტუდენტების, პროფესორებისა და პრაქტიკოსი მედიკოსების წინაშე იმსჯელა რობოტული ქირურგიის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. და ვინჩის სისტემა გულისხმობს ოპერაციის დროს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას და რობოტის მიერ გაწეულ ასისტირებას.
მეტი

პროფ. კრონერის საჯარო ლექცია და ვინჩის რობოტულ ქირურგიაზე

9 მაი 2016
12 მაისს, პროფ. როლანდ კრონერი (გერმანია) ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე: და ვინჩის რობოტული ქირურგია.
მეტი

ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები

12 აპრ 2016
23-25 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები. სემინარს გაუძღვება ბრიგიტა იანი, ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი. 
მეტი

მედიცინის სკოლის სტუდენტების გუნდის გამარჯვება კრიკეტის ტურნირში

3 აპრ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტების გუნდმა “Rising Stars“, 2 აპრილს, კრიკეტის ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.
მეტი

მემორანდუმი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

23 მარ 2016
21 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას კვლევების განხორციელების, პერსონალის გაცვლის, ერთობლივი პროგრამების შემუშავების, ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და მრავალი სხვა მიმართულებით.
მეტი

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება სამედიცინო განათლებაში - 21 მარტის სამუშაო შეხვედრა

22 მარ 2016
2016 წლის 21 მარტს, სასტუმრო  კოპალაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე:„პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება სამედიცინო განათლებაში: არსებული გამოცდილება და დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში“.
მეტი

სამუშაო შეხვედრა: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტუალური საკითხები

12 მარ 2016
2016 წლის 21 მარტს, 14:00 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, თემაზე: "პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტუალური საკითხები სამედიცინო განათლებაში - საქართველოში არსებული გამოცდილება და შემდგომი დანერგვის შესაძლებლობები".
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარშია“ შესული

24 თებ 2016
წარმატებით დასრულდა „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში“ რეგისტრაციის პროცედურა. „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარი“ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
მეტი

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

15 თებ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლადსაბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უფასო გამოკვლევების პროგრამა სენაკში

5 თებ 2016
2016 წ. 6 და 7 თებერვალს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი სენაკს მუნიციპალიტეტს  ეწვევა. ვიზიტი კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება. 6-7 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის, როგორც ადგილობრივი ისე სენაკში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ სერვისებს უსასყიდლოდ მიიღებს.
მეტი

ინდოეთის რესპუბლიკის დღე უნივერსიტეტში

30 იან 2016
28 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტების ინიციატივით ინდოეთის რესპუბლიკის დღე აღინიშნა. სპეციალურად ღონისძიებისათვის ათამდე ინდოელმა სტუდენტმა პრეზენტაციები მოამზადა. გამომსვლელებმა სხვა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ინდოეთის ტრადიციები, კულტურა და რესპუბლიკის ისტორია გააცნეს. 
მეტი

AVON-ის მამოგრაფიის კაბინეტის უფასო გამოკვლევების პროგრამის შედეგები

25 იან 2016
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეივონის (AVON) მამოგრაფიის კაბინეტი წელიწადზე მეტია სარძევე ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამას ახორციელებს. ამ ხნის მანძილზე პროფილაქტიკური გამოკვლევის სერვისით შვიდასამდე ქალმა ისარგებლა.
მეტი

„ნერვებით კიბოს გავრცელება“ - საჯარო ლექცია ონკოლოგიის ზამთრის სკოლის ფარგლებში

30 ნოე 2015
საჯარო ლექცია თემაზე „ნერვებით კიბოს გავრცელება“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ივანე აბიათარმა ჩაატარა.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ვიზიტი თიანეთში

11 ნოე 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი თიანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისები უსასყიდლოდ შესთავაზეს. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა ორასზე მეტი ადგილობრივი პაციენტი გასინჯეს.
მეტი

კიბოს პრევენციის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებები გაიმართა

2 ნოე 2015
31 ოქტომბერს, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართა. მსვლელობა მიზნად  ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
მეტი

31 ოქტომბრის ღონისძიებები კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად

30 ოქტ 2015
31 ოქტომბერს, 13:00-ზე, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართება. მსვლელობის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
მეტი

ონკოლოგიის ზამთრის სკოლა - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი

28 ოქტ 2015
2016 წლის ზამთარში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი - „ონკოლოგიის ზამთრის სკოლა“ განხორციელდება.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების ორგანიზებასა და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობას; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვას, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას.ონკოლოგიის ზამთრის სკოლის მიზანს წარმოადგენს მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და მაგისტრთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ახალგაზრდების დაინტერესება და ახალი კადრების მოზიდვა ბიო-სამედიცინო მეცნიერებების სფეროში. კურსი ორიენტირებულია მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კვლევის მეთოდების შესწავლასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ზამთრის სკოლა უზრუნველყოფს მსმენელთა ჩართულობას მასპინძელ დაწესებულებაში მიმდინარე კვლევით პროექტებში.ონკოლოგიის ზამთრის სკოლის აკადემიური სწავლების პროგრამა ითვალისწინებს სწავლების და დასვენების რეჟიმის ოპტიმალურ შერწყმას, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას, გაიაზროს მიღებული ინფორმაცია და აითვისოს ის. პროგრამა განხორციელდება სამ მოდულად (სულ 90 სთ), სამი კვირის განმავლობაში.ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ.ფოსტის საშუალებით: admissions@newvision.ge
მეტი

უნიკალური ოპერაცია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

20 სექ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მორიგი რთული ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტს ჩაუტარდა მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება კომპანია Implantcast-ის MUTARS® (Modular Universal Tumour And Revision System)ონკოპროტეზის გამოყენებით. პაციენტმა კლინიკას მუხლის სახსარში ტკივილებითა და სახსრის დეფორმაციით მიმართა. კანის,რბილი ქსოვილების და ძვლების ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის,  კახაბერ თოდუასა და ტრამვატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, კობა დიასამიძის მიერ ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები და პაციენტს დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა მუხლის სახსრის სიმსივნური ქსოვილის ინტიმური ჩაზრდით რბილ ქსოვილებში.აღნიშნული პათოლოგიის დროს, როგორც წესი, 90% ალბათობით კეთდება კიდურის მაღალი ამპუტაცია ან ეგზარტიკულაცია. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარდა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, კერძოდ სიმსივნის სრული ამოკვეთა რბილ ქსოვილებთან ერთად, ბარძაყის ძვლის რეზექცია შუა მესამედისა და წვივის ძვლის რეზექცია ზემო მესამედის დონეზე.პაციენტის მუხლის სახსარი ჩანაცვლდა ონკოპროტეზით, აღდგა რბილი ქსოვილების მთლიანობა, სრულად აღდგა და შენარჩუნდა კიდურის ფუნქცია. ზემოთხსენებული ოპერაციები მაღალტექნოლოგიურ, ძვირადღირებულ და ტექნიკურად რთულად შესრულებად ოპერაციებს მიეკუთვნება, მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, რის გამოც ასეთი ოპერციები ფართო მასშტაბით ტარდება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში.მსგავსი ოპერაციები ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გერმანელი სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით ინერგება. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელის, კობა დიასამიძის, კანის, რბილი ქსოვილების  და ძვლების ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის, კახა თოდუასა და ტრავმატოლოგ-ორთოპედების, შალვა დადიანისა და გიორგი კვარაცხელიას მიერ.
მეტი

პირველი წარმატებული HIPEC კავკასიის რეგიონში

14 აგვ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქირურგიულ დაავადებათა ცენტრის დირექტორ, პროფ. ალექსანდრე ცალუღელაშვილისა და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელ, პროფ. არჩილ ალადაშვილის მიერ, კავკასიის რეგიონში პირველად წარმატებით შესრულდა HIPEC (Hyperthermic Intraperitoneal Chemotherapy).პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში. ხსენებული მეთოდიკა კუჭის, კოლინჯისა და სწორი ნაწლავის, გენიტალური ორგანოების (საკვერცხის), სხვადასხვა სახის კარცინომატოზების და პერიტონეუმის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა.HIPEC-ის დანერგვით მსოფლიო მასშტაბით შესაძლებელი გახდა კიბოს შორს წასული შემთხვევების ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებით დასრულდა

26 ივნ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 68 წლის ქალბატონს იშვიათი და რთული ოპერაცია ჩაუტარდა.პაციენტს 3 წლის ასაკში აღმოაჩნდა ქსოვილოვანი წარმონაქმნი ხორხში, რის გამოც ტრაქეოსტომული მილი ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია, რომელიც 12 წლის ასაკში უნდა ჩატარებულიყო, არ განხორციელებულა მომდევნო 34 წლის განმავლობაში, რამაც გაართულა პაციენტის მდგომარეობა. მას 2011 წლიდან გაუძნელდა სუნთქვა, გაჩნდა ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზე და ჩაუტარდა სხივური თერაპია.ამის შემდეგ, პაციენტმა კონსულტაციისთვის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს მომართა. ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი არ დადასტურდა, დაისვა ნაწიბუროვანი სტენოზის დიაგნოზი და განხორციელდა ტრაქეოლარინგოპლასტიკა. 2015 წლის ივნისში კი ჩატარდა ტრაქეოპლასტიკის მეორე ეტაპი - დახურვა და წინა კედლის ფორმირება ბადით.აღნიშნული ოპერაცია განსაკუთრებულია პაციენტის ასაკისა და დაავადების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ამჟამად ხორციელდება პაციენტის პოსტოპერაციული მეთვალყურეობა.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ვიზიტი მარტვილში

26 მაი 2015
23 და 24 მაისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი მარტვილს ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისები უსასყიდლოდ შესთავაზეს. ორი დღის მანძილზე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა ხუთასზე მეტი ადგილობრივი პაციენტი გასინჯეს.ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მსგავსი პროგრამების განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროგრამა მარტვილში, კიბოსწინარე დაავადებების პრევენციისათვის

23 მაი 2015
23 და 24 მაისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მარტვილში სპეციალურ პროგრამას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას გამოკვლევების უფასოდ  ჩატარების შესაძლებლობა ექნება.ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური ექიმების ჯგუფი აქციის ფარგლებში მოსახლეობას გაუწევს შემდეგი მომსახურებას:მამოლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა);ტრავმატოლოგის კონსულტაცია;ქირურგისა და ბავშვთა ქირურგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა);სექსოლოგის კონსულტაცია;უროლოგისა და ონკოუროლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში უფასო ულტრაბგერითი გამოკვლევა);გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც მოიცავს PAP-ტესტსა და HPV გენოტიპირებას;ონკოპროქტოლოგის კონსულტაცია;კანისა და რბილი ქსოვილების ონკოლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა);ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თავ-კისრის სპეციალისტის კონსულტაცია.პროექტის ადგილობრივი მხარდამჭერია სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა.პაციენტების მიღება მოხდება 23-24 მაისს დილის 11:00 საათიდან.ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მსგავსი პროგრამების განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
მეტი

ს​აშვილოსნოს ყელის კიბოს ​​სკრინინგის პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

21 მაი 2015
​ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ​ს​აშვილოსნოს ყელის კიბოს ​უფასო ​სკრინინგის პროგრამას​ იწყებს.სკრინინგი​ს პროგრამა​ საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს ​საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ ეტაპზე​. ​​საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრეს​ მეთოდს PAP ტესტი​ს ჩატარება წარმოადგენს​. ​ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები.​დროული მკურნალობის შედეგად​ ​კი შესაძლებელია ​კიბოს ​პრევენცია 75%-იანი შედეგით​.​​პროგრამის ფარგლებში 18-დან 65 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩაიტარონ PAP-ტესტი​ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.​ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით: (+995 32) 248 72 27​; ​მისამართი: ლუბლიანას ქ. 2/6, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ​მე-6 სართული. 
მეტი

ემერჯენსი დიღომი 24 საათიანი ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული სამედიცინო მომსახურების განხორციელებას იწყებს

14 აპრ 2015
14 აპრილიდან ემერჯენსი დიღომი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პაციენტებს ახალ 24-საათიან ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. პაციენტის გამოკვლევასა და დიაგნოსტირებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებენ. სიახლეს წარმოადგენს ასევე ტრავმის გადასახვევად ტრადიციული თაბაშირის ნაცვლად  თანამედროვე, მსუბუქი და კომფორტული ბოჭკოვანი სახვევის (Fiberglass Orthopedic Casting tape) გამოყენება, რომელიც ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია თითოეული პაციენტისათვის.ემერჯენსი დიღომი ლუბლიანას ქ. 2/6-ში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პირველ სართულზეა განთავსებული
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა

4 აპრ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინისა და ვიტალური ფუნქციების მართვის ცენტრის ბაზაზე სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა.ემერჯენსი მომხმარებლებს თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ მომსახურებას  სთავაზობს და მნიშვნელოვნად აფართოებს საუნივერსიტეტო კლინიკის გამტარუნარიანობას.სასწრაფო სამედიცინო მიმღები საშუალებას მისცემს ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს დააკვირდნენ და გამოცდილი პროფესიონალების ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კატეგორიის პაციენტების მართვაში, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.ემერჯენსი დიღომი თანამედროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.მიმღები ლუბლიანას ქ. 2/6-ში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პირველ სართულზეა განთავსებული.
მეტი

უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

2 აპრ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეივონის (AVON) მამოგრაფიის კაბინეტი განაგრძობს სარძევე ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამას. ჰოსპიტალში მამოლოგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი კოხრეიძე ხელმძღვანელობს.პათოლოგიული პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში დაავადების 98% განკურნებადია. შესაბამისად, დროული კვლევა წარმოადგენს დაავადების გართულების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.პროგრამის ფარგლებში პაციენტს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი მომსახურება:მამოლოგის კონსულტაციარენტგენო-მამოგრაფიული გამოკვლევაექოსკოპიური მამოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში)ანალიზები ონკომარკერებზე (საჭიროების შემთხვევაში)ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით: (+995 32) 248 72 27
მეტი

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

31 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:ქირურგიის მიმართულებით: 3 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი;ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი.აკადემიური თანამდებობის დაკავების ძირითადი (კანონმდებლობით დადგენილი) და დამატებითი (საუნივერსიტეტო) წინაპირობები მოწესრიგებულია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებით. (იხ.: დებულება)კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი ინგლისურ ენაზე (იხ.: სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა); ასევე, ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად: application@newvision.ge-ზე.შედეგები გამოცხადდება ამავე წლის 15 მაისამდე.საკონტაქტო პირი:ელენე მამუკელაშვილიტელ.: 599 27 33 27 ეკა ონიანიტელ.: 599 37 33 73ელ.ფოსტა: info@NewVision.ge
მეტი

დისტანციური პათოლოგიის სისტემის პრეზენტაცია

9 მარ 2015
9 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ბენ ბოედეკერის (ნებრასკას უნივერსიტეტი, აშშ) მიერ ორგანიზებული დისტანციური პათოლოგიის (ტელეპათოლოგიის) სისტემის ონლაინპრეზენტაცია. პრეზენტაციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი დაესწრო. ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს ტელეპათოლოგიის გამოყენება სასწავლო მიზნებით და ნიუ ვიჟენ საუნვერსიტეტო ჰოსპიტალში დისტანციური პათოლოგიის სერვისის დანერგვის პერსპექტივები.  
მეტი

ჰოსპიტალის საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია

5 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია და მისი საჯარო განხილვა ჩატარდა.განხილვაში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.საინფორმაციო სისტემის დანერგვა 2015 წლის ბოლომდე განხორციელდება.
მეტი

კონკურსი ემერჯენსის ექიმის პოზიციაზე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

9 თებ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინისა და ვიტალური ფუნქციების მართვის ცენტრის, ემერჯენსის განყოფილების ექიმის პოზიციაზესაკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი სამედიცინო განათლება• სერტიფიკატი გადაუდებელი მედიცინის სპეციალიზაციით• სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებითწარმოსადგენი დოკუმენტები:• CV ან ავტობიოგრაფია• გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლივაკანსიების რაოდენობა: 4ანაზღაურება: შეთანხმებითსაბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 მარტი, 2015დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე: hr@newvision.ge
მეტი

დისტანციური ლექცია - "C ჰეპატიტი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა"

4 თებ 2015
"ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით 2015 წლის 4 თებერვალს გაიმართა დისტანციური ლექცია "C ჰეპატიტი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა".ღონისძიება მიზნად ისახავდა გორის რაიონის სოფ. ნიქოზის მოსახლეობისა და ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდებას C  ჰეპატიტის აქტუალურ საკითხებზე. 
მეტი

კონკურსი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ახალ ლოგოსა და სლოგანზე

16 იან 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ახალ ლოგოსა და სლოგანზე, რომელიც უნდა ეხმიანებოდეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის იდეას.ჰოსპიტალის მიზანია: „პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირში.“შესაძლებელია როგორც მხოლოდ ლოგოს დიზაინის ან სლოგანის ვერსიის, ისე ორივე მათგანის ერთობლივად მოწოდება ელექტრონული ფოსტის info@newvision.geმეშვეობით.შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 იანვარი, საუკეთესო შემოთავაზების ავტორი მიიღებს სპეციალურ პრიზს.
მეტი

მემორანდუმი საქართველოს ტელემედიცინის კავშირთან

27 ნოე 2014
2014 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირსა და „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ხელშემწყობი, სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტების განვითარებას ტელემედიცინისა და ელექტრონული ჯანდაცვის მიმართულებით.თანაშრომლობის ფარგლებში იგეგმება დისტანციური სწავლების ცენტრის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს: საჯარო ლექციებისა და სასერტიფიკატო დისტანციური კურსების განხორციელებას საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე, სტუდენტების ჩართულობას პრაქტიკული უნარების განმავითარებელ ერთობლივ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში და უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარებას.
მეტი

პრეზენტაცია - თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში

17 ოქტ 2014
"ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე კლდიაშვილის ორგანიზებით 2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაცია) მიერ ჩატარდა სადემონსტრაციო დღე - პრეზენტაცია "თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში". ღონისძიება მიზნად ისახავდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მორფოლოგიური ონლაინ ხარისხის კონტროლის პროგრამა" - შუალედური შედეგების წარმოდგენას, ასევე, ელექტრონული ჯანდაცვისა (eHealth) და დისტანციური სწავლების (eLearning) შესაძლებლობების განხილვას. ელექტრონული ჯანდაცვა და დისტანციური სწავლება სამედიცინო სფეროს განვითარების ეფექტური შესაძლებლობაა და შეიძლება, წარმატებით იყოს გამოყენებული მედიცინის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის განხორციელებისათვის.საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხის სრულყოფისა და ელექტრონული ჯანდაცვის კორექტული განვითარებისათვის დაიგეგმა "ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტისა და საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და სასწავლო პროგრამები.
მეტი

შპს „ტესტი - დიაგნოსტიკას“ საუნივერსიტეტო ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

17 ოქტ 2014
საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხისა და სამედიცინო-ლაბორატორიული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ტესტი–დიაგნოსტიკასა“ და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 13 ოქტობერს ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტესტი–დიაგნოსტიკას“ „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა, რის შედეგადაც იგი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ლაბორატორიული კომპონენტების განხორციელებაში და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული ინფრასტრუქტურით საგანმანათლებლო-კვლევითი მიზნით სარგებლობას.
მეტი

საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

11 ოქტ 2014
10 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან.სტუდენტებმა მედიცინის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამა, მისი აგებულება და სპეციფიკა, სწავლების მეთოდები, პროგრამის ძირითადი და არჩევითი კომპონენტები.სტუდენტებმა თავად დაგეგმეს საკუთარი სალექციო განრიგი, ასევე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს სასურველი დამატებითი კომპონენტები.საორიენტაციო შეხვედრაზე გაიმართა სტუდენტის ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს ელექტრონულად შეეძლებათ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა.მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფი აერთიანებს უცხოელ (ინდოეთი, კანადა, ნიგერია და ა.შ.) და ქართველ სტუდენტებს. შესაბამისად, საორიენტაციო შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სტუდენტური ცხოვრების შესახებ. 
მეტი

ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტში

6 ოქტ 2014
2014 წლის 4 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტმა უმასპინძლა თბილისში 2–4 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ეგიდით – „ნეიროპლასტიკურობა: ნერვული სუბსტრატი ჯანმრთელობისა და დაავადების დროს. ახალი მიდგომები და კვლევა“.სიმპოზიუმი დაფინანსდა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სიმპოზიუმის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოდან, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან  ნეირობიოლოგებისა და ნეირომეცნიერების (სულ – 55 მონაწილე) შეკრება და ფუნდამენტური და გამოყენებითი ნეირომეცნიერების/ნანობიომეცნიერების ორიგინალური და აქტუალური მონაცემების წარმოდგენა-განხილვა.სიმპოზიუმის ძირითადი თემები: ცოცხალი უჯრედების ატომურძალოვანი მიკროსკოპია. უჯრედის პლასტიკურობის კვლევის სხვა ნანობიოლოგიური მიდგომები;სტრუქტურული პლასტიკურობის კვლევა (ელექტრონული მიკროსკოპიის, კონფოკალური მიკროსკოპიის, ორფოტონიანი მიკროსკოპიისა და სხვა თანამედროვე მიდგომების მეშვეობით);დაზიანებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტვინი – დაგვეხმარება თუ არა ნეიროპლასტიურობა?დნმ-ის ქიმია და გენების ექსპრესია. გამოცდილების გავლენა;კოგნიციური და ემოციური ფუნქციები და ცხოვრების გამოცდილება;უჯრედის ფიზიოლოგია.სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა შემდეგი სპეციალური ღონისძიებები:პლენარული ლექციები, ზეპირი პრეზენტაციები და პოსტერული პრეზენტაციები;დებატები თემაზე – „ნეიროპლასტიურობის კვლევის მომავალი: ნანობიოლოგია და ნანომედიცინა";ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი. საუკეთესო პოსტერული პრეზენტაციის ავტორებს გადაეცათ ამერიკული კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ჯილდო.
მეტი

ქცევის ნეირომეცნიერების საერთაშორისო საზოგადოების 23-ე კონფერენცია

30 ივნ 2014
2014 წლის 10-15 ივნისს ლას ვეგასში გამართულ ქცევის ნეირომეცნიერების საერთაშორისო საზოგადოების 23–ე კონფერენციაზე წარდგენილი იყო „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევართა ერთობლივი კვლევის შედეგი თემაზე: „ტოლუოლის ქრონიკული ექსპოზიციით გამოწვეული ცვლილებები ზრდასრული და ახალგაზრდა ვირთაგვების მეხსიერებასა და ჰიპოკამპის სტრუქტურაში“. კონფერენციის ძირითადი ფუნქცია ქცევის ნეირომეცნიერების სფეროში კვლევების მხარდაჭერაა საზოგადოების წევრებს შორის თავისუფალი და ღია კომუნიკაციის და სამეცნიერო გამოცდილების ურთერთგაცვლის ხელშეწყობის გზით. 
მეტი