სიახლეები

მედიაციის ტრენინგი დასავლეთ საქართველოში
17 დეკ 2018

15-16 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორებმა, სოფიო ჩაჩავამ და სოფიო ტყემალაძემ იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის მედიაციაში ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენერებმა ისაუბრეს მედიაციის პროცესის პრინციპებისა და სტადიების, მედიატორის როლის, ინტერესების გამოკვლევის, მედიატორისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმების, ინტერესებისა და საჭიროებების დიაგრამის შესახებ.

ტრენინგი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.