სიახლეები

მალე: სახელმწიფო შესყიდვების სასწავლო პროგრამები
18 მაისი 2018

        

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია (ფრემა) იწყებენ პროექტს სახელმწიფო შესყიდვებში სასწავლო პროგრამების შესაქმნელად.

პროექტის შედეგად შეიქმნება სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო პროგრამა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისათვის, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგკურსები სტუდენტებისათვის. კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური იურისტები, მენეჯერები, ფინანსისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ხორციელდება დელოიტ ქონსალტინგის პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ფარგლებში.