სიახლეები

მაჰარაშტრას დღის აღნიშვნა სისხლის გაღების აქციით
1 მაისი 2018

1 მაისს, მედიცინის სკოლის ინდოელმა სტუდენტებმა ინდური ნაციონალური დღესასწაული - მაჰარაშტრას დღე სისხლის გაღების აქციით აღნიშნეს.

მაჰარაშტრას დღე ინდურ კულტურაში სიკეთისა და ქველმოქმედების დღედაა აღიარებული. სწორედ ამის საუკეთესო გამოხატულებად მიიჩნიეს ინდოელმა სტუდენტებმა სისხლის გაღების აქცია და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას სისხლის გაღების მნიშვნელობა.