სიახლეები - სამართალი

შეხვედრა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენთან

30 ნოე 2017
28 ნოემბერს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ სამართლის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. მან სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა.
მეტი

საჯარო ლექცია - საადვოკატო ეთიკის პრაქტიკული გამოწვევები

30 ოქტ 2017
28 ოქტომებრს, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „საადვოკატო ეთიკის გამოწვევები“. ლექციას უძღვებოდა იურისტი და იურიდიული ეთიკის ექსპერტი ანა ლორია. 
მეტი

უნივერსიტეტის გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელ ტრენინგზე

9 ოქტ 2017
უნივერსიტეტის ახლადშერჩეული გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის მოსამზადებულ ოთხდღიან ინტენსიურ ტრენინგში მონაწილეობს. 
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

3 ოქტ 2017
30 სექტემბერს, იურიდიული დახმარების ცენტრის ექვსი თვის  (01.01.2017 – 01.07.2017 წწ) საქმიანობის ანგარიშის  შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩატარდა.
მეტი

იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის ვორკშოპი

2 ოქტ 2017
28 სექტემბერს, იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ეთიკის პოპულარიზაციას. 
მეტი

სამართლის სკოლის სტუდენტი ვენის მედიაციისა და მოლაპაკების კონკურსის მსოფლიო ელჩი გახდა

1 სექ 2017
სამართლის სკოლის სტუდენტმა მარიამ მალიძემ მედიაციისა და მოლაპაკების  მსოფლიო ახალგაზრდა ელჩის საპატიო წოდება მოიპოვა.
მეტი

ინფორმაცია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის შესახებ

30 აგვ 2017
შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდა შედგება ორი 20 ქულიანი კაზუსისგან და ექვსი 10 ქულიანი ანალიტიკური შეკითხვისაგან.
მეტი

ინფორმაცია მედიაციის კულტურის შესახებ საქართველოში

15 აგვ 2017
ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა სხვადასხვა ქვეყანაში მედიაციის კულტურაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მეტი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე

28 ივლ 2017
საქართველოს მხრიდან  წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი. 
მეტი

სპეციალური ჯილდო ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების შეჯიბრზე

19 ივლ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) შეჯიბრებაზე საუკეთესო გახსნითი სიტყვისათვის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნიევრსიტეტის სტუდენტები ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) შეჯიბრების მესამე რაუნდზე

12 ივლ 2017
10-14 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) შეჯიბრებაში. 
მეტი

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა

4 ივლ 2017
7 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.
მეტი

დაიწყო სტუდენტთა შერჩევა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის

28 ივნ 2017
გსურს საინტერესო და მრავლისმომცველი გამოცდილების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში? გსურს თავი წარმოაჩინო საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამყაროში? 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს სტაჟიორების მიღებას

7 აპრ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. ცენტრში არსებული სტაჟირების პროგრამა სტუდენტს მისთვის საინტერესო მიმართულებათა გამოკვეთის საშუალებას აძლევს.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრზე სპეციალური ჯილდო მოიპოვა

16 მარ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრის ერთ-ერთ ნომინაციაში - „მოწინააღმდეგე გუნდთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის“ სპეციალური ჯილდო მოიპოვა.
მეტი

ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 24-ე შეჯიბრისათვის მოსამზადებელი ზეპირი რაუნდი

16 მარ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებს შორის ჩატარდება ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრისათვის მოსამზადებელი ზეპირი რაუნდი.
მეტი

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა

1 მარ 2017
9-10 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საერთაშორისო კომერციული მედიაციის ყოველწლიურ შეჯიბრზე

7 თებ 2017
2-8 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრზე პარიზში, საფრანგეთში. 
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

27 იან 2017
25 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა სტაჟიორებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და კიევის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

23 დეკემბერი 2016
22 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მეტი

პატრიცია შონესის ტრენინგი საერთაშორისო კომერციულ სამართალში

1 დეკემბერი 2016
პატრიცია შონესმა, კომერციული სამართლის აღიარებულმა სპეციალისტმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაატარა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესისათვის მოსამზადებელი ტრენინგი.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესისათვის მოსამზადებელი ტრენინგები ჩატარდა

3 ოქტ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგები საარბიტრაჟო სამართალში, რომლის მიზანი იყო სტუდენტების მომზადება Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა.ინტენსიური ტრენინგების კურსი ეძღვნებოდა სამართლებრივ წერას,  საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალს, აგრეთვე საერთაშორისო კონკურსის მუშაობის პრინციპებს. ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია AIG-სა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.Willem C. Vis  სახელობის  იმიტირებული პროცესი ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია, რომელშიც 300-მდე გუნდი მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით. შეჯიბრი, ყოველ წელს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში  ტარდება და ის სტუდენტებს საერთაშორისო კომერციულ სამართალში შესაბამის უნარებს გამოუმუშავებს.
მეტი

ტრენინგი მედიაციის უნარების საფუძვლებში

8 სექ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მედიაციის უნარების ტრენინგში მონაწილეთა შერჩევას. ტრენინგის შედეგად შეირჩევიან სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრში.
მეტი

დაიწყო სტუდენტების შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის

5 სექ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერიტეტმა დაიწყო სტუდენტთა შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის. საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება სამართლის სკოლის სტუდენტთათვის. 
მეტი

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე 

10 აგვ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის და სამართლის სადოქტორო პროგრამებზენიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის და სამართლის სადოქტორო პროგრამებზე.
მეტი

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

10 აგვ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრმებზე.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა კიევის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ლექციები წაიკითხა

11 ივლ 2016
2016 წლის 4-10 ივლისს, ქალაქ კიევში, კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე „ევროპის კავშირის ეკონომიკური სამართალი“.აღნიშნული საზაფხულო სკოლის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ წაიკითხა ლექციები ევროპის კავშირის ბიზნეს სამართლის შესახებ.
მეტი

ნი ვიჟენ უნივერსიტეტში ნინო კილასონიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

26 ივნ 2016
2016 წლის 24 ივნისს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, 001 აუდიტორიაში,  გაიმართა ნინო კილასონიას წიგნის - „ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის არაფორმალური და ფორმალური პროცედურები და მათი სასამართლო კონტროლი“ პრეზენტაცია.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს უკრაინული ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ

20 ივნ 2016
11-15 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ უკრაინის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მარინა ბურმაკა და კიევის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ანა კუცენკო.
მეტი

სემინარი კორპორაციულ მართვაში

16 აპრ 2016
2016 წ 20 მაისს  გაიმართება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და IFC-ის ოფიციალური პარტნიორის - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი კორპორაციულ მართვაში.  
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრის ანგარიში და ახალი შემადგენლობა

16 აპრ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული გუნდით განაგრძობს. ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩართულმა სტუდენტებმა 18 აპრილს საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ვენის საერთაშორისო შეჯიბრიდან დაბრუნდა

1 აპრ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მონაწილეობს არბიტრაჟისა და საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის „მსოფლიო ოლიმპიადად“ მოხსენიებულ ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში.
მეტი

დებატების ჩემპიონატი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

30 მარ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2016 წლის 9 და 10 აპრილს დებატების ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი „ახალგაზრდა ინიციატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ.
მეტი

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე

25 მარ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:​სამართლის სადოქტორო პროგრამა და მედიცინის სადოქტორო პროგრამა. ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი); სწავლების ენა: ინგლისური/ქართული. 
მეტი

სტაჟიორთა კონკურსი იურიდიული დახმარების ცენტრში

18 მარ 2016
2016 წლის 4 აპრილიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს. ცენტრის სახელით იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებიც გაუწევენ. 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ვის მუთის შეჯიბრზე ვენაში გაემგზავრა

17 მარ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრზე გაემგზავრა. საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 23-ე შეჯიბრის ფინალური ეტაპი ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში იმართება. 
მეტი

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა

9 მარ 2016
პარასკევს, 11 მარტს და შაბათს, 12 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება. 
მეტი

საჯარო ლექცია: საერთაშორისო სასამართლოები და „აგვისტოს ომის“ საქმე: მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები

1 თებ 2016
ხუთშაბათს, 4 თებერვალს, 19:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ეწვევა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლევან მესხორაძე.
მეტი

სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა

26 დეკემბერი 2015
28-30 დეკემბერს  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნაშრომების დაცვა გაიმართება.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს

9 ნოე 2015
2015 წლის 11 ნოემბრიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს. ცენტრის სახელით იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებიც გაუწევენ.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრის მონაწილედ შეირჩა

26 ოქტ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებული, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მე-11 შეჯიბრის მონაწილეთა შორის მოხვდა.
მეტი

პროფესორ რონალდ ლიდბეტერის საჯარო ლექცია

16 ოქტ 2015
2015 წ 17 ოქტომბერს, 14:00-ზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - "Law, politics and diplomacy from the perspective of chief trial attorney for the University of Tennessee – largest governmental agency in the State of Tennessee, United States of America".
მეტი

კონკურსი იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა შესარჩევად

7 ოქტ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა შესარჩევად.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ისე სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2015 წლის 15 ოქტომბრისა.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. სამართლის სკოლის პროგრამა მთლიანად ეფუძნება თეორიული მასალის პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, ასევე ადრეულ ეტაპზევე სტუდენტის ჩართვას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. სავალდებულო კომპონენტები მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო ჯგუფებს. ხოლო იურიდიული კლინიკების არსებობა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ მრავალ სამართლებრივ საკითხს შორის მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებათა გამოკვეთას, რათა მან „ისწავლოს კეთებით“ (learning by doing), საზოგადოებაში გავრცელებული სამართლებრივი პრობლემების რეალური მოგვარების გზით.
მეტი

სტუდენტთა შერჩევა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრისათვის

1 ოქტ 2015
3 ოქტომბერს, 14:30-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრისათვის სტუდენტთა შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტებს. დამატებით, მომზადების პროცესში ჩართული იქნებიან პირველი სემესტრი სტუდენტებიც, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ და დახვეწონ შეჯიბრში მონაწილეობისათვის საჭირო უნარები 2017 წლისათვის.საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრი ყოველ წელს, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის - ICC ორგანიზებით იმართება და მასში სამოცდაათამდე უნივერსიტეტის ხუთასზე მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას.
მეტი

პროფესორი შტაინის ვიზიტი და საჯარო ლექცია

29 სექ 2015
2015 წლის 5-8 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს პროფესორი, დოქტორი ტორსტენ შტაინი ეწვევა. დოქტორი ტორსტენ შტაინი ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორია. იგი იყო ევროპის ინსტიტუტისდირექტორი 1991-2012 წლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ასოციაციის (ILA) საერთაშორისო კომიტეტის მმართველი დირექტორი.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ვიზიტის პერიოდში პროფესორი შტაინი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარებს საჯარო ლექციას ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის თემაზე - “The Common Security and Defense Policy – Europe as a global player?”.  საჯარო ლექციაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე (სარეგისტრაციო ფორმა)პროფესორი შტაინი ასევე შეხვედრებს გამართავს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ხელმძღვანელებთან, სადაც უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც იქნება განხილული.
მეტი

სტუდენტების შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის

24 სექ 2015
Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი (ე.წ. „ვის მუთი“) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.შეჯიბრის მიზანია სტუდენტებისთვის საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლის გზით.შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. 2015-2016 წლის საერთაშორისო შეჯიბრისათვის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შიდა კონკურსის წესით შეარჩევს სამაგისტრო პროგრამის 4 სტუდენტს (იხ. სააპლიკაციო ფორმა). აუცილებელი მოთხოვნები:ინგლისური ენის კარგი ცოდნა სახელშეკრულებო სამართლის - ვენის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ - საბაზისო ცოდნადავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების და კერძოდ, არბიტრაჟის საბაზისო ცოდნა.კვლევის (research) ჩატარების უნარი.იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.ძლიერი მოტივაცია და გამარჯვების სურვილიგუნდი, პირველ რიგში გაემგზავრება 5-დღიან ​ტრენინგზე (30 სექტ.-4 ოქტ.), რომელიც სპეციალურად ქართული გუნდებისათვის ჩატარდება, ხოლო 2016 წლის აპრილში, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ სტუდენტები მონაწილეობას ​ვენაში, ფინალურ შეჯიბრში მიიღებენ. გუნდის მომზადებასა და სპონსორების მოძიებაში მხარდაჭერას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მეტი

ღია კარის დღე: სამართლის სკოლის პროგრამები

24 ივლ 2015
23 ივლისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ღია კარის დღე გაიმართა.ღია კარის დღეზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამართლის სკოლის პროგრამების შესახებ დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს. განხილულ იქნა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვასთან (მათ შორის, მობილობასთან) დაკავშირებული საინტერესო საკითხები.დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეები უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება. დასწრების მსურველებმა, სასურველია, შეავსონ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
მეტი

Network Europe მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია

20 ივლ 2015
15-17 ივლისს, ერევანში Network Europe-ს მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხსენებით წარდგა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები მონაწილეობენ, წელს ევროპის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა: "Perspectives of security in Europe – Current challenges, EU strategies, international cooperation".Network Europe არის პლატფორმა დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისათვის, რომლებიც იკვლევენ ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტს. ქსელის წევრები არიან ევროპული კავშირის დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოების, ახალი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მქონე და არმქონე ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ამ ქსელის ერთ-ერთი მონაწილე ინსტიტუციაა. ქსელი მის წევრებს უზრუნველყოფს ფორუმით ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ასპექტის განსახილველად.2014 წელს, Network Europe მეექსვე კონფერენციას თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 
მეტი

ღია კარის დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

17 ივლ 2015
2015 წლის 23 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეს აწყობს.ღია კარის დღეზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უნივერსიტეტის მენეჯმენტს და მათგან მიიღონ პასუხები უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან (მათ შორის მობილობასთან) და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, მობრძანდეთ ხუთშაბათს, 23 ივლისს, 19:00-ზე.მისამართი: მიქელაძის 1ა, დიღმის მასივი, მე-6 კვ. 0154, თბილისი. +995 32 242 44 40.
მეტი

მედიცინის სადოქტორო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების აკრედიტაცია

16 ივლ 2015
2015 წლის 15 ივლისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სადოქტორო პროგრამასა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას .ახალ აკრედიტებულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღება 2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრში

6 ივნ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ოცდამეორე შეჯიბრის გენერალურ ზეპირ რაუნდებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა.გუნდის წევრებმა გიორგი ხარაიშვილმა, გიორგი კილასონიამ, რუსუდან ოთიაშვილმა და ბექა პაპაშვილმა საარბიტრაჟო პროცესები ჩაატარეს ჰარვარდის (აშშ), ბონის (გერმანია), ვუჰანის (ჩინეთი) და რიო-დე-ჟანეიროს (ბრაზილია) უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ზეპირი გამოსვლების დროს გუნდმა წარმოადგინა თავისი პოზიციები საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟისა და საერთაშორისო ნასყიდობის სამართალთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხზე. გუნდის წევრებმა არბიტრებისაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. შეჯიბრის დეტალური საბოლოო შედეგები 2015 წ მაისში გახდება ცნობილი.ვილემ ვისის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში 1994 წლიდან იმართება და იურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო ღონისძიებად ითვლება. წელს, ოცდამეორე შეჯიბრში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამასამდე გუნდმა მიიღო.
მეტი

კონფერენცია ვარშავაში - "ევროპის კავშირი გამოწვევების წინაშე"

16 მაი 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე, ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე - "Facing the Challenges in European Union. Re-thinking of EU Education and Research for Smart and Inclusive Growth (EuInteg)”, მოხსენებით წარდგა: "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა - სამართლებრივი პერსპექტივა".კონფერენცია, რომელიც 14 და 15 მაისს, ვარშავაში პოლონეთის ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის (PECSA) ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ევროპულ სწავლებებში განათლების, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევარებისა და პროფესიონალების ჩართულობით როგორც პოლონეთიდან, ისე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა

29 აპრ 2015
28 და 29 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ოცდათხუთმეტმა იურისტმა მიიღო.სემინარზე განიხილეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაუწყებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები, მომხმარებელთა (მაყურებლის/მსმენელის) უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობის ფარგლები და მედიის საქმიანობის რეგულირების სხვა აქტუალური თემები. დამატებითი ინფორმაცია: დღის წესრიგი
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

1 აპრ 2015
31 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.ანგარიში ცენტრის საქმიანობის ბოლო ექვს თვეს მოიცავდა. ამ პერიოდში უფასო იურიდიული კონსულტაცია 48 საქმეზე განხორციელდა. აქედან, 10 ადმინისტრაციული, ხოლო 38 საქმე სამოქალაქო სამართლებრივი იყო. ცენტრის მომსახურებით საქართველოს მოქალაქეების გარდა შვიდმა უცხოელმაც ისარგებლა.იურიდიული დახმარების ცენტრში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ზედამხედველი ადვოკატების ხელმძღვანელობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. იურიდიული დახმარების ცენტრის სერვისი მოიცავს როგორც ზეპირი და წერილობით იურიდიულ კონსულტაციას, ისე წარმომადგენლობას სასამართლოში. 
მეტი

სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების ცენტრის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად

27 მარ 2015
27 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების ცენტრის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაში მონაწილეობა იურიდიული დახმარების ცენტრის ზედამხედველმა ადვოკატებმა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.მონაწილეებმა შეაფასეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და იმსჯელეს სამომავლო განვითარების სტრატეგიაზე.იურიდიული დახმარების ცენტრი საქმიანობას განახლებული შემადგენლობით 31 მარტიდან განაგრძობს.
მეტი

სამართლებრივი აზროვნების კლუბის შეხვედრა სადისკუსიო თემაზე - „სიცოცხლის უფლება“

24 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აგრძელებს რეგულარულ შეხვედრებს სამართლებრივი აზროვნების კლუბის ფარგლებში.კლუბის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის შეთავაზება და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.კლუბის პირველი შეხვედრა 18 მარტს შედგა თემაზე - „ადამიანის ღირსება“. მეორე შეხვედრა კი, რომელიც 2015 წ 14 აპრილს ჩატარდება, სიცოცხლის უფლებას მიეძღვნება.
მეტი

საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის მონაწილეთა საჯარო მოსმენა

21 მარ 2015
21 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის Willem C.Vis სახელობის შეჯიბრის მონაწილე გუნდის საჯარო მოსმენა გაიმართა.Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ბიზნესისა და საარბიტრაჟო სამართალში ცოდნის გაღრმავება და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების განვითარება.საჩვენებელ საჯარო მოსმენაზე სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა არბიტრების წინაშე მხარეთა პოზიციები წარმოადგინეს და არბიტრთა რჩევები და შეფასებები მოისმინეს.გუნდი 26 მარტს, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ვენაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ, საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს და ჰარვარდის (აშშ), ბონის (გერმანია), რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) და ვუჰანის (ჩინეთი) უნივერსიტეტების გუნდებს შეხვდება.
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე: ანაზღაურების სისტემები და მეთოდოლოგია

11 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 11 მარტს გაიმართა კესო ჩაჩავას საჯარო ლექცია თემაზე "შრომის ანაზღაურების სისტემები და მეთოდოლოგია".საჯარო ლექციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტები დაესწრნენ.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა რეგისტრაცია

10 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.იურიდიული დახმარების ცენტრი 2015 წლის 30 მარტიდან საქმიანობას ახალი შემადგენლობით განაგრძობს.პრაქტიკის გავლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით.
მეტი

სემინარი მედია სამართალში

25 თებ 2015
28 და 29 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართებასემინარს გაუძღვებიან:კახი ყურაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსითამარ კორძაია - საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია ექსპერტიივანე მახარაძე - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსინინო ნიჟარაძე - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისემინარში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20.03.2015მონაწილეობის საფასური: 175 ლ.დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.საკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 599 373 373ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.ge 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი Willem C.Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის თბილისის რაუნდზე

22 თებ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, Willem C.Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების მოსამზადებელ ეტაპზე (Pre-Moot) მიიღეს მონაწილეობა.
მეტი

სამართლებრივი აზროვნების კლუბის შეხვედრა სადისკუსიო თემაზე „ადამიანის ღირსება“

16 თებ 2015
სამართლებრივი აზროვნების კლუბის შეხვედრა სადისკუსიო თემაზე „ადამიანის ღირსება“ გაიმართება 2015 წლის 18 მარტს 18 საათზე.გამხსნელი თეზისები:ღირსება განისაზღვრება ადამიანის შესახებ არსებული ცოდნით. ღირსების გააზრება ინდივიდის მიერ ადამიანის არსის გაცნობიერება და ამავდროულად საკუთარი თავის შეცნობაა.ღირსება თანაბრად აქვს ყველა ადამიანს: ყველა ადამიანი თანასწორია, იმიტომ რომ ადამიანია.ღირსება წარუვალი ღირებულებაა და მოქმედებს ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც.სამართლებრივი აზროვნების კლუბის მიზანია სხვადასხვა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის შეთავაზება, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.რეგისტრირებული სტუდენტები (რეგისტრაციის ფორმა) მიიღებენ სხვა სტუდენტების მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში განათლების სამართლის სემინარი გაიმართა

14 თებ 2015
2015 წლის 13-14 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით განათლების სამართლის სემინარი გაიმართა. სემინარზე განიხილეს განათლების სამართლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის კულტურის მნიშვნელობა, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი შიდა და გარე მექანიზმები, თვითშეფასების კავშირი კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან, დარგობრივ მახასიათებლებთან და შიდა საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.მომდევნო სესიები დაეთმო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საქმისწარმოებას: პროცედურულ თავისებურებებს მაძიებლად ცნობიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმისწარმოების პრაქტიკის განზოგადებას.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი კლიენტთა კონსულტირების ეროვნული შეჯიბრის ფინალში

1 თებ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნულ რაუნდში მიიღეს მონაწილეობა და ფინალურ ოთხეულში გადავიდნენ. შეჯიბრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია სიმულაციის გზით სამართლის სტუდენტებისათვის კლიენტთან გასაუბრების ჩატარებისა და კონსულტირების უნარების დახვეწა.ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი 2015 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
მეტი

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე

21 იან 2015
სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლებრივი ინსტიტუტების, ღირებულებების, კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდგომი სრულყოფით.პროგრამა იძლევა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის არსებული ცოდნის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გაფართოების საფუძველს. დოქტორანტს გამოუმუშავდება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის, აგრეთვე კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი, რაც მას ახალი იდეების განვითარებისთვის მზაობისა და ახალ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევის ან არსებულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას აძლევს.პროგრამა მორგებულია დოქტორანტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კერძოდ, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების, სტრატეგიებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლებას. ამ კომპონენტით დოქტორანტი ანვითარებს კვლევითი ნაშრომის სათაურისა და სტრუქტურის ფორმირების, აქტუალობის დასაბუთების, კვლევით დასახული მიზნის გამოკვეთის და გამოსაყენებელი მეთოდის შერჩევის უნარს. ამასთან, უშუალოდ მის კვლევასთან კავშირში დოქტორანტი ხვეწს პირველად და მეორად წყაროებზე მუშაობის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო სტატიების კვლევაში ინტეგრაციის უნარს.შემდგომ ეტაპზე, პროგრამის სავალდებულო სასწავლო კომპონენტებია სწავლების მეთოდები – I და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარებაზე მიმართული II სემინარი. ხოლო კვლევითი კომპონენტების - ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და დამოუკიდებლად შესასრულებელი კოლოკვიუმის - ურთიერთმონაცვლეობა და გონივრული ნაზავი ხელს უწყობს, შესაბამისად, ინტერაქტიული და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას. სავალდებულო კვლევითი კომპონენტები დისერტაციის ნაწილია. ამასთან, როგორც სასწავლო ისე კვლევითი კომპონენტების განხორციელების თანმიმდევრობა მნიშვნელოვნად ემყარება სტუდენტის არჩევანს.გარდა ამისა, პროგრამა დოქტორანტს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააზუსტოს საკუთარი პროფილი: განივითაროს სწავლებაზე ან კვლევაზე ორიენტირებული უნარები, ანუ აირჩიოს შესაბამისად სწავლების მეთოდები – II ან კვლევის უნარის შემდგომ განვითარებაზე მიმართული II სემინარი. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)სწავლების ენა: ინგლისური/ქართულისემესტრის საფასური: 2250 ლარი**დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით. პროგრამაზე მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.ელექტრონული განცხადის ფორმაში ასატვირთია:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სტუდენტი ვალდებულია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებამდე უნივერსიტეტში წარმოადგინოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი);უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ფოტოსურათი;ხელმძღვანელის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის განათლების, სამსახურებრივი გამოცდილების ან მანამდე განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ „B2” დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (ინგლისური ენის დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz)ავტობიოგრაფია („CV“).პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.newvision.ge/#!-/c1bx52014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის განაცხადის მიღების ვადებია:    1. საბუთების წარმოდგენის ვადა - 20 თებერვალი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);    2. უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში) ბარდება – 21 თებერვლის ჩათვლით ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად;    2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადა - 6 მარტი.სწავლა დაიწყება 2015 წლის 14 მარტს!საკონტაქტო პირი:ელენე მამუკელაშვილიტელ.: 599 27 33 27ელ.ფოსტა: admissions@NewVision.ge
მეტი

განათლების სამართლის სემინარი

20 იან 2015
13 და 14 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში განათლების სამართლის სემინარი გაიმართებასემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:განათლების სამართლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;ხარისხის კულტურა: ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი შიდა და გარე მექანიზმები; თვითშეფასების კავშირი კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან, დარგობრივ მახასიათებლებთან და დაწესებულების შიდა სტანდარტებთან;ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საქმისწარმოება: მაძიებლად ცნობიდან - გადაწყვეტილების მიღებამდე;აკრედიტაციის საქმისწარმოების პრაქტიკის განზოგადება.სესიებს გაუძღვებიან:ნანა ჭიღლაძე - ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის ყოფილი უფროსი;დავით კერესელიძე - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;კახი ყურაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.მონაწილეობის საფასური - 150 ლ.სარეგისტრაციო ფორმასაკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 599 373 373ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.gewww.NewVision.ge
მეტი

ტრენინგი ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებაში

26 დეკემბერი 2014
26 დეკემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, რომელიც სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებას მიეძღვნა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნინა ჟვანია უძღვებოდა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამოსამართლეო სამართლის განვითარებაზე სემინარი გაიმართება

18 დეკემბერი 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2015 წ 9-10 იანვარს აწყობს სემინარს თემაზესამოსამართლეო სამართლის განვითარება: დამარწმუნებლიდან სავალდებულო წყარომდესესიებს გაუძღვებიან:ნათია წკეპლაძე -  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიალექსანდრე იოსელიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიეკა ზარნაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორითამარ ხაჟომია - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტიმანანა მესხიშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8.01.2014მონაწილეობის საფასური - 200 ლ.სარეგისტრაციო ფორმა 
მეტი

დაიწყო რეგისტრაცია „კერძო სამართლის დებატებითა" და „სამართლებრივი აზროვნების კლუბით" დაინტერესებულთათვის

12 დეკემბერი 2014
სარეგისტრაციო ფორმები„კერძო სამართლის დებატებში“ მონაწილეობის მიღების მსურველთათვის „სამართლებრივი აზროვნების კლუბში“ გაწევრიანების მსურველთათვის  
მეტი

ტრენინგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის იურიდიულ წერაში

12 დეკემბერი 2014
12 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგს, რომელიც იურიდიულ წერასა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას მიეძღვნა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნინა ჟვანია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფიო ჩაჩავა უძღვებოდნენ.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი ჩატარდა

6 დეკემბერი 2014
5-6 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც სამოცამდე პრაქტიკოსმა იურისტმა მიიღო მონაწილეობა. სემინარი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა.სესიებს უძღვებოდნენ: დავით კერესელიძე, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე; სოფიო ჩაჩავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნუნუ კვანტალიანი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებში.   
მეტი

განახლებული „კვლევის“ გვერდი

3 დეკემბერი 2014
„კვლევის“ განახლებულ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო სამართლის კაზუსების ამოხსნის სახელმძღვანელო (კატეგორია:„კაზუსები“) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” სამხრეთ კავკასიაში და ელსა საქართველოს ერთობლივი სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის ყველა გამოცემის ელექტრონული ვერსია (კატეგორია: „პუბლიკაციები“).
მეტი

„კერძო სამართლის დებატებისა“ და „სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ პრეზენტაცია

1 დეკემბერი 2014
2014 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის სტუდენტებს, გიწვევთ ღონისძიებათა - „კერძო სამართლის დებატებისა“ და „სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ - პრეზენტაციებზე.„კერძო სამართლის დებატები“ გულისხმობს დებატების ციკლს სამართლის სკოლის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისათვის. დებატების მიზანია სტუდენტის თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და იურისტის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დებატების მოსამზადებელ შეხვედრას, რომელზეც ყურადღება გამახვილდება ნორმის განმარტების მეთოდების გამოყენებაზე, ასევე დასაბუთებისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებაზე.შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პირველი სადისკუსიო თემის - „ქმედუნარიანობის შეზღუდვა“ - განხილვის ფორმატი და გუნდების მონაწილეობის პირობები.„სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ მიზანია სხვადასხვა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის შეთავაზება, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.„სამართლებრივი აზროვნების კლუბში“ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი შეხედულებები წარუდგინონ შესაბამისი სფეროს პროფესორებსა და პრაქტიკოს იურისტებს, რაც შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის ფართო ასპარეზს ქმნის. 
მეტი

ტრენინგი საარბიტრაჟო სამართალში

28 ნოე 2014
28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტებისათვის საარბიტრაჟო სამართალში ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგი, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სოფიო ტყემალაძე უძღვებოდა, საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟების, ასევე საინვესტიციო ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო დათქმების განხილვას დაეთმო.  
მეტი

სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის პრეზენტაცია

28 ნოე 2014
2014 წლის 28 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” სამხრეთ კავკასიაში და ელსა საქართველოს ერთობლივი სტუდენტურ სამართლებრივი ჟურნალის 2014 წლის ნომრის პრეზენტაცია.
მეტი

სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის პრეზენტაცია

21 ნოე 2014
2014 წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” სამხრეთ კავკასიაში და ელსა საქართველოს ერთობლივი სტუდენტურ სამართლებრივი ჟურნალის 2014 წლის ნომრის პრეზენტაცია.
მეტი

ტრენინგი საკორპორაციო სამართალში

21 ნოე 2014
21 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლებისათვის საკორპორაციო სამართალში ტრენინგი გაიმართა.ტრენინგი  მიეძღვნა სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოების უფლებამოსილებების გამიჯვნასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხებს, ასევე დირექტორზე შრომის სამართლით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელებას. 
მეტი

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნული შეჯიბრის ფინალში

16 ნოე 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში ვერცხლის თასი მოიპოვეს. შეჯიბრში, რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება, შვიდი ქართული უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.იმიტირებული პროცესების შეჯიბრის შეჯიბრი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო“-სა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით ჩატარდა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა

15 ნოე 2014
14-15 ნოემბერს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა  (იხ. დღის წესრიგი).სემინარს უძღვებოდნენ პროფესორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ნუნუ კვანტალიანი და ალექსანდრე იოსელიანი.ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა და მასში ორმოცამდე პრაქტიკოსმა იურისტმა და ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სემინარების ციკლს მომავალშიც განაგრძობს. 5-6 დეკემბერს შრომის სამართლის სემინარი გაიმართება (იხ. ვრცლად).
მეტი

ტრენინგი ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ

14 ნოე 2014
14 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი მოთხოვნის დათმობას, ვალდებულების გადაკისრებასა და, ზოგადად, ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების პრაქტიკაში არსებული შემთხვევების ანალიზს დაეთმო. 
მეტი

სერტიფიკატების გადაცემა

13 ნოე 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშისპრეზენტაცია გამართეს.პრეზენტაციას ესწრებოდა ზედამხედველი ადვოკატი, რომელმაც ღონისძიების ბოლოს იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სტუდენტებს  სერტიფიკატები გადასცა.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

11 ნოე 2014
2014 წლის 13 ნოემბერს, 16:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართება იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.ღონისძიება დასრულდება იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში ჩართული პირებისათვის სერთიფიკატების გადაცემით.
მეტი

5-6 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი გაიმართება

8 ნოე 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან ერთად, 2014 წ 5-6 დეკემბერს შრომის სამართლის სემინარს აწყობს.სემინარი ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი და შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება. სესიებს გაუძღვებიან:დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესოფიო ჩაჩავა - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორინუნუ კვანტალიანი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებშისრული ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.სემინარზე დაგროვილი 10 კრედიტსაათი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.სემინარში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ. სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26.11.2014საკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 599 373 373 ან 555 967 637ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.gewww.NewVision.ge
მეტი

ტრენინგი მოთხოვნებისა და საპრივატიზებო პირობების უზრუნველყოფაზე

7 ნოე 2014
7 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის მოთხოვნებისა და საპრივატიზებო პირობების უზრუნველყოფაზე ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგი დაეთმო: მოთხოვნის უზრუნველყოფის სახეების მიმოხილვას, უფლებების უზრუნველყოფის სახით გამოყენებას, უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას, ყადაღასა და აკრძალვებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საწარმოს პრივატიზებისას საწარმოს ქონების განკარგვის რისკის დაზღვევას.ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილმა მოსამართლემ, ნუნუ კვანტალიანმა ჩაატარა.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრი საქმიანობას განახლებული შემადგენლობით აგრძელებს

3 ნოე 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული დახმარების ცენტრი  უნივერსიტეტის დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების ახალი ნაკადით დაკომპლექტდა.კლინიკური სწავლება იძლევა უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის ადეკვატური შედეგის მიღწევის საშუალებას. დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ეს პროცესი ასახავს „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებული მეთოდიდან „სწავლა სწავლებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე გადასვლას.მაგისტრანტები ეწევიან სამართლებრივ კონსულტაციას, ადგენენ იურიდიულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. ამ საქმიანობას მაგისტრანტები იმ დოქტორანტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ, რომლებიც პარალელურად ეწევიან საადვოკატო პრაქტიკას. ამასთან, ისინი მენტორობას უწევენ ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებისთვისაც, ეს პროცესი ორიენტირებულია  „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე. ბაკალავრიატის სტუდენტის მიერ კლიენტის რეგისტრაცია, ინტერვიუირებაზე დაკვირვება და წერილობითი დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა. 
მეტი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 ნოე 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.თანამშრომლობა მიზნად ისახავს იურიდიული განათლების ხარისხის განვითარების, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას სასწავლო პროგრამების, სტუდენტთა სტაჟირების, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.მემორანდუმს ხელი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, გაგა გაბრიჩიძემ და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ მოაწერეს.
მეტი

სახელმწიფო მოხელეთა ტრენინგი სახელშეკრულებო სამართალში

31 ოქტ 2014
31 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო მოხელეთა მორიგი ტრენინგი სახელშეკრულებო სამართალში.ტრენინგი დაეთმო: ხელშეკრულებების კლასიფიკაციას, შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებიდან გამოდინარე შერეულ და ატიპიურ ხელშეკრულებებს; ვალდებულების დარღვევას, მეორად მოთხოვნებსა და პირგასამტეხლოს. 
მეტი

ტრენინგი სახელმწიფო მოხელეებისთვის, თემაზე: „საჯარო და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა“

24 ოქტ 2014
24 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო მოხელეთა ტრენინგი თემაზე: „საჯარო და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა“, რომელიც საპრივატიზებო ურთიერთობიდან გამომდინარე გამიჯვნის პრაქტიკულ პრობლემებს დაეთმო.ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ და პროფესორმა დავით კერესელიძემ ჩაატარეს.
მეტი

საინფორმაციო შეხვედრა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ

21 ოქტ 2014
21 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოში შეჯიბრის ადგილობრივი ადმინისტრატორი, ნინო დუნდუა შეხვდა და ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის პროცედურებისა და იურიდიულ კარიერაში ამ გამოცდილების უპირატესობების შესახებ ესაუბრა.
მეტი

14 და 15 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართება

20 ოქტ 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან ერთად 2014 წ 14 და 15 ნოემბერს სახელშეკრულებო სამართლის სემინარს აწყობს.სემინარი ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი და სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება. სესიებს გაუძღვებიან:დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესოფიო ჩაჩავა - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიალექსანდრე იოსელიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორინუნუ კვანტალიანი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებშისრული ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგისემინარზე დაგროვილი 10 კრედიტსაათი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.სემინარში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5.11.2014საკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 599 373 373 ან 555 967 637ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.gewww.NewVision.ge
მეტი

დოქტორანტურის სასწავლო პროცესი დაიწყო!

18 ოქტ 2014
აიწყო სწავლა „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას. ძირითადი მეთოდი არის „გააკეთე და ისწავლე“, ვინაიდან სტუდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტები.სადოქტორო პროგრამა სრულად გაწერილია კრედიტებში და იძლევა სწავლის ოპტიმალურ ვადაში დასრულების რეალურ შესაძლებლობას. მეორე სემესტრიდან სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, თავად დაგეგმოს საკუთარი პროფილის ჩამოყალიბება: აირჩიოს სავალდებულო სასწავლო კომპონენტები (სწავლების მეთოდები – I ან I სემინარი), ან აიღოს ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა – I.სემინარი სასწავლო კომპონენტია და, შედეგად, არ არის დაკავშირებული სადოქტორო ნაშრომთან, ხოლო კოლოკვიუმი, როგორც სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტი, დისერტაციის ნაწილია. ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა კოლოკვიუმისგან იმით განსხვავდება, რომ არის მითითებების მიღების ფართო შესაძლებლობა იმ დროს, როცა კოლოკვიუმი უპირატესად დამოუკიდებელ მუშაობას ემყარება. ამ კომპონენტების გონივრული ნაზავი (თითოეული 15-კრედიტიანი კომპონენტია) ხელს უწყობს, შესაბამისად, სამეცნიერო იდეების ხელმძღვანელთან თანამშრომლობის ფორმატში გენერირებითა და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას.სწავლების მეთოდები – II და II სემინარი არჩევითი კომპონენტებია, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევენ, გამოკვეთონ საკუთარი პროფილი. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მეტ დაინტერესებას სწავლების, და არა დამატებითი კვლევითი უნარების განვითარების, მიმართ იჩენს, ის აირჩევს სწავლების მეთოდები – II-ს, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში - II სემინარს.
მეტი

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას

15 ოქტ 2014
სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ანა აღლაძე, ნიკა სერგია, მამუკა ბუბუტეიშვილი და ნინო ბაგაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში მე-2 ყოველწლიურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.იმიტირებული პროცესების შეჯიბრის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.შეჯიბრი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო“-სა და  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით  ნოემბერში ჩატარდება. 
მეტი

სტუდენტების შეხვედრა BLC-სთან იურიდიული კარიერის განვითარების პერსპექტივებზე

14 ოქტ 2014
10 ოქტომბერს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოში ერთერთი წამყვანი იურიდიული კომპანიის, BLC-ს წარმომადგენლები შეხვდნენ.პრეზენტაციის მიზანი სტუდენტებისთვის BLC-ში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა იყო.
მეტი

ბაკალავრიატის სტუდენტების პირველი სამუშაო დღე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში!

13 ოქტ 2014
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული კომპონენტების პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას და სტუდენტის ინტეგრირებას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტები დღეიდან მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში, სადაც მათ მენტორობას მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები გაუწევენ.იურიდიული დახმარების ცენტრში საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული. ბაკალავრიატის სტუდენტის მიერ კლიენტის რეგისტრაცია, ინტერვიუირების პროცესზე დაკვირვება და წერილობითი დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა.   იურიდიული დახმარების ცენტრში საქმიანობა ბაკალავრიატის სტუდენტისათვის ორიენტირებულია „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის დამატებით - „სწავლა სწავლებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე.აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ცენტრში დასაქმების პარალელურად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაერთვებიან უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმების წინაპირობაა.
მეტი

იურიდიული ფირმა BLC-ის დასაქმების შეთავაზების პრეზენტაცია

7 ოქტ 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავს იურიდიული ფირმა BLC.პრეზენტაციის მიზანია BLC-ის სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა დაინტერესებული სტუდენტებისათვის.შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.
მეტი

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზე

2 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზეცხადდება სტუდენტების შერჩევა „ნიუ ვიჟენ" _ უნივერსიტეტის სახელით 2014 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი ტარდება 1996 წლიდან ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ეგიდითა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრის ორგანიზებით.შეჯიბრის მიზანია ევროპული კავშირის სამართლის პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება. მონაწილე გუნდები ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს წარუდგენენ ევროკავშირის სამართლის აქტუალურ საკითხებზე შემუშავებულ კაზუსთან დაკავშირებით როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციას.გამარჯვებული გუნდის წევრებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ, როგორებიცაა: ვიზიტი კემბრიჯის უნივერსიტეტში, სტაჟირება ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში და პროფესიული ლიტერატურა.ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადა: 2014 წლის 15 ოქტომბერისაკონტაქტო პირი: ეკა ონიანი, EOoniani@NewVision.ge
მეტი

კლინიკის გავლის მსურველთა რეგისტრაციის ვადები

1 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისის თვიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის 10 ოქტომბრიდან განაგრძობს საქმიანობას ახალი შემადგენლობით.კლინიკის გავლის სურვილის შემთხვევაში, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაციის გავლის მიზნით 2014 წლის 8 ოქტომბრამდე მიმართონ სამართლის სკოლის მენეჯერს - ნინო ბეგიაშვილს (nbegiashvili@newvision.ge).
მეტი

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო შეჯიბრზე!

29 სექ 2014
2014 წ.-ის საერთაშორისო შეჯიბრისთვის „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, შიდა კონკურსის წესით, შეარჩია Vis Moot-ის გუნდის წევრები და უზრუნველყო მწვრთნელის ჩართულობა შეჯიბრის მოსამზადებელ ეტაპზე.გუნდი ახლახანს დაბრუნდა Vis Moot Boot Camp-იდან. Arbitration Initiative Georgia-ს მიერ ორგანიზებულ 5 დღიან ტრენინგზე Vis Moot-ის საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილე ქართული გუნდები ინსტრუქტორებთან ერთად საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის თეორიასა და პრაქტიკას აანალიზებდნენ, ასევე ემზადებოდნენ სამართლებრივი კვლევის, სამართლებრივი მართლწერისა და ზეპირი გამოსვლის ტექნიკაში.უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით „ნიუ ვიჟენის“ გუნდი 2015 წლის გაზაფხულზე ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.
მეტი

შეხვედრა შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან!

28 სექ 2014
ორშაბათს, 6 ოქტომბერს, 18 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან!
მეტი

ინფორმაცია სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სპეციალობის გამოცდის შესახებ

10 სექ 2014
შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდა შედგება ორი 20 ქულიანი კაზუსისგან (არჩევანით კერძო ან საერთაშორისო სამართლიდან) და ექვსი 10 ქულიანი ანალიტიკური შეკითხვისაგან. სპეციალობის გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა,  შესაბამისად, მაგისტრანტობის კანდიდატი თავად აკომპლექტებს საგამოცდო საკითხებს. მაგალითად, ირჩევს 1 კაზუსსა და 2 შეკითხვას ან მხოლოდ 4 შეკითხვას. არჩეული საგამოცდო საკითხების მაქსიმალური შეფასებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 40 ქულას.კერძო სამართლის კაზუსის ამოხსნა შესაძლებელია როგორც გერმანული, ისე ამერიკული მეთოდის გამოყენებით. კაზუსის განხილვისას ნებადართულია ყველა სახის დამხმარე მასალა, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის ტექსტი ნებიმიერი ფორმის ჩანაწერებითა და აღნიშვნებით (დამხმარე მასალები შეგიძლიათ წინასწარ მოიძიოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).კერძო სამართლის კაზუსის ამოსახსნელად მიზანშეწონილია, თან იქონიოთ სამოქალაქო კოდექსის ტექსტი. საერთაშორისო სამართლის კაზუსის ამოხსნისათვის საჭირო მასალა კანდიდატებს დაურიგდებათ გამოცდაზე.გამოცდის საკითხების ნიმუშები: კითხვებისა და კერძო სამართლის კაზუსის ნიმუშისაერთაშორისო სამართლის კაზუსის ნიმუშიგამოცდა ჩატარდება 19 სექტემბერს, 19:00. წერის ხანგრძლივობაა 180 წუთი.
მეტი

ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი

9 სექ 2014
2-4 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას ქ. 14), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) და „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტში (ე.მიქელაძის ქუჩა 1ა) გაიმართება ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე:  „ნეიროპლასტიურობა: ჯანმრთელობისა და დაავადებების ნერვული სუბსტრატი. კვლევის უახლესი მიდგომები". სიმპოზიუმის სპონსორია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ორგანიზების ძირითადი მიზანია საქართველოს, ევროპისა და შეერთებული შტატების ნეირომეცნიერების/ნანობიოლოგების თავმოყრა (სულ – 55 მონაწილე), რათა ერთმანეთს გააცნონ თეორიული და გამოყენებითი ნეირომეცნიერების / ნანობიომეცნიერების განსაკუთრებით საინტერესო, უახლესი მონაცემები, საკითხები  და მიღწევები.ორგანიზატორები:ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;„ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტი;ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.საორგანიზაციო კომიტეტი განსაკუთრებით დაინტერესებულია შემდეგი საკითხებით:ცოცხალი უჯრედის ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია. უჯრედული  პლასტიურობის კვლევის სხვა  ნანობიოლოგიური მიდგომები;სტრუქტურული პლასტიურობის კვლევა (ელექტრონული მიკროსკოპია, კონფოკალური მიკროსკოპია, ორფოტონური მიკროსკოპია, სხვა თანამედროვე მიდგომები);თავის ტვინის პათოლოგიები და ნეიროპლასტიურობა; დნმ-ის ქიმია და გენების ექსპრესია: გამოცდილების გავლენა;კოგნიტური და ემოციური ფუნქცია და ცხოვრებისეული გამოცდილება;უჯრედის ფიზიოლოგია.სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:პლენარული ლექციები, ზეპირი და პოსტერ-პრეზენტაციები;დებატები: „ნეიროპლასტიურობის კვლევის მომავალი: ნანობიოლოგია და ნანომეცნიერება;“ახალგაზრდა მეცნიერთა (35 წლამდე) კონკურსი. საუკეთესო პოსტერ-პრეზენტაციის ავტორი დაჯილდოვდება აშშ–ს სამეცნიერო საზოგადოების „Sigma Xi “ -ს საქართველოს განყოფილების მიერ.სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე.ცხადდება აბსტრაქტების მიღება.როგორც ზეპირი, ისე პოსტერ-პრეზენტაციების აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 სექტემბერი. აბსტრაქტების მიღება მოხდება შერჩევის საფუძველზე.შერჩეული აბსტრაქტები დაიბეჭდება სიმპოზიუმის აბსტრაქტების კრებულში  და   ავტორთა სურვილის შემთხვევაში, სტატიების სახით გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში „Journal of Biological Physics and Chemistry“ (http://www.amsi.ge/jbpc).დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://neuroplasticity2014.org.ge/index.php 
მეტი

ღია კარის დღე შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო და სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის

6 აგვ 2014
 „ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი მართავს ღია კარის დღეს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო და სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის:3 სექტემბერი, 19:00 საათი - სამართლის სადოქტორო პროგრამა.4 სექტემბერი, 19:00 საათი - შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.ჩვენი მისამართია:ევგენი მიქელაძის ქ. 1ა, 0159, თბილისი.
მეტი

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე

5 აგვ 2014
სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლებრივი ინსტიტუტების, ღირებულებების, კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდგომი სრულყოფით.პროგრამა იძლევა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის არსებული ცოდნის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გაფართოების საფუძველს. დოქტორანტს გამოუმუშავდება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის, აგრეთვე კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი, რაც მას ახალი იდეების განვითარებისთვის მზაობისა და ახალ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევის ან არსებულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას აძლევს.პროგრამა მორგებულია დოქტორანტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კერძოდ, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების, სტრატეგიებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლებას. ამ კომპონენტით დოქტორანტი ანვითარებს კვლევითი ნაშრომის სათაურისა და სტრუქტურის ფორმირების, აქტუალობის დასაბუთების, კვლევით დასახული მიზნის გამოკვეთის და გამოსაყენებელი მეთოდის შერჩევის უნარს. ამასთან, უშუალოდ მის კვლევასთან კავშირში დოქტორანტი ხვეწს პირველად და მეორად წყაროებზე მუშაობის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო სტატიების კვლევაში ინტეგრაციის უნარს.შემდგომ ეტაპზე, პროგრამის სავალდებულო სასწავლო კომპონენტებია სწავლების მეთოდები – I და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარებაზე მიმართული II სემინარი. ხოლო კვლევითი კომპონენტების - ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და დამოუკიდებლად შესასრულებელი კოლოკვიუმის - ურთიერთმონაცვლეობა და გონივრული ნაზავი ხელს უწყობს, შესაბამისად, ინტერაქტიული და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას. სავალდებულო კვლევითი კომპონენტები დისერტაციის ნაწილია. ამასთან, როგორც სასწავლო ისე კვლევითი კომპონენტების განხორციელების თანმიმდევრობა მნიშვნელოვნად ემყარება სტუდენტის არჩევანს.გარდა ამისა, პროგრამა დოქტორანტს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააზუსტოს საკუთარი პროფილი: განივითაროს სწავლებაზე ან კვლევაზე ორიენტირებული უნარები, ანუ აირჩიოს შესაბამისად სწავლების მეთოდები – II ან კვლევის უნარის შემდგომ განვითარებაზე მიმართული II სემინარი. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)სწავლების ენა: ინგლისური/ქართულისემესტრის საფასური: 2250 ლარი**დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით. 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოყოფილია 10 სტიპენდია.პროგრამაზე მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.ელექტორნული განცხადის ფორმაში ასატვირთია:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ფოტოსურათი;ხელმძღვანელის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის განათლების, სამსახურებრივი გამოცდილების ან მანამდე განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ „B2” დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (ინგლისური ენის დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz)ავტობიოგრაფია („CV“).პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.newvision.ge/#!-/c1bx5ღია კარის დღე გაიმართება 2014 წლის 3 სექტემბერს, 19:00 საათზე.2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადის მიღების ვადებია:    1. საბუთების წარმოდგენის ვადა - 30 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);    2. საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთების ვადა - 10 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);    3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადა - 8 ოქტომბერი.სწავლა დაიწყება 2014 წლის 13 ოქტომბერს!საკონტაქტო პირები:ნინო ბეგიაშვილიტელ.: 598 56 50 12ანელენე მამუკელაშვილიტელ.: 599 27 33 27ელ.ფოსტა: info@NewVision.ge
მეტი

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

5 აგვ 2014
პროგრამა სტუდენტს სთავაზობს ფართო არჩევანს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის კომპონენტებს შორის, რაც მას საშუალებას აძლევს, თავადვე ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფილი, მისთვის სასურველი დასაქმების სფეროსათვის საჭირო კომპეტენციების გამომუშავების მიზნით.თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციაზე დამყარებული ინტერაქტიული სწავლება ემსახურება სტუდენტის დამოუკიდებელი განვითარების ხელშეწყობას, რაც, ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად, არსებული ცოდნის ახლებურ გააზრებას გულისხმობს. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება ინოვაციური სწავლების მეთოდები, კერძოდ:შედარებითი და საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტების, ასევე ორივე სფეროსათვის დამახასიათებელი ინსტიტუტებისა და პრობლემების მოგვარების სწავლება სტუდენტს კონკურენტულს ხდის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის ფუნქციონირებაში მაგისტრატურის სტუდენტების ჩართულობა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული ღირებულებების შეძენის, ამასთან პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო შესაძლებლობაა. იურიდიული დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პრაქტიკის კომპონენტების ათვისების საფუძველია.ამასთან, სტუდენტს მუდმივად უწევს საკუთარი ცოდნის გადაცემა სხვა პირებისათვის, მაგალითად მენტორობას უწევს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს, რომლისთვისაც საბაკალავრო პროგრამით აღნიშნული კომპონენტი სავალდებულოა სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფების სახით, ამდენად სტუდენტი „სწავლობს სწავლებით“.მაგისტრატურის სტუდენტი მონაწილეობს „პრაქტიკული სამართლის“ განხორციელების პროცესში, რაც სამართლის არაიურისტებისათვის სწავლებას ითვალისწინებს. კონკრეტული მომენტისათვის არსებული პრიორიტეტის გათვალისწინებით შერჩეულ თემებთან დაკავშირებით მაგისტრატურის სტუდენტები საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებს გააცნობენ იმ ძირითად სამართლებრივ ფასეულობებს, რომლებიც მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრიკრედიტების რაოდენობა: 120 ECTSსწავლების ენა: ინგლისური/ქართული (სტუდენტმა მინიმუმ 60 კრედიტი უნდა დააგროვოს ინგლისურ ენაზე).პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;საერთო სამაგისტრო გამოცდა (გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, ტესტის ოთხივე ნაწილში მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში);საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და ინგლისურ ენაში („B2“ დონე)*     *სპეციალობის გამოცდა დაძლეულად ჩაითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.პროგრამის გასაცნობად იხილეთ შემდეგი ლინკი. ინფორმაცია საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.გთხოვთ, პროგრამაზე მიღების მსურველებმა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;1 ფოტოსურათი;ავტობიოგრაფია („CV“);ინგლისური ენის მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz);უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:    1. განაცხადის წარმოდგენის ვადა – 22 სექტემბერი, 19:00 საათი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);   2. ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში) ბარდება – 23 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის      შესაბამისად;    3. საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ტარდება - 22 სექტემბერს, 19:00 საათზე;    4. გამოცდის შედეგები, ასევე პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების ვინაობა ცნობილი იქნება  – 23 სექტემბერს;    5. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადაა – 1 ოქტომბერი.საკონტაქტო პირები:ნინო ბეგიაშვილიტელ.: 598 56 50 12ანელენე მამუკელაშვილიტელ.: 599 27 33 27ელ.ფოსტა: info@NewVision.ge
მეტი

დოქტორანტურაში საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი

17 ივლ 2014
1) დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით.2) საუნივერსიტეტო სტიპენდიის სანაცვლოდ, დოქტორანტს ხელშეკრულებით ეკისრება დამატებითი ვალდებულებები უნივესიტეტის წინაშე. დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვა განისაზღვრება სასწავლო სემესტრზე გათვლილი დატვირთვის სქემით და შეადგენს სემესტრში მინიმუმ 220 საათს, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს შემდეგი ვალდებულებების შესრულებაზე:სამართლის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობაში (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, კონსულტაცია, მეთვალყურეობით შესრულებული წერითი ნაშრომის გასწორება და სხვ.);თარგმანის შესრულებაში;საუნივერსიტეტო პუბლიკაციის,  სახელმძღვანელოს ან მონოგრაფიის თარგმანის გამოსაცემად მომზადება-რედაქტირებაში;სახელმძღვანელოს შემუშავებაში;სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაში;New Vision - Legal Aid Office-ში დასაქმებაში.3) საუნივერსიტეტო სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, უთანაბრდება სწავლის სემესტრულ გადასახადს და ითვლება მის ანგარიშში.4) თითოეულ დოქტორანტთან მიმართებით, უნივერსიტეტის შეხედულებისამებრ, თანაზომიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით გამოიყენება ერთი ან რამდენიმე აქტივობა. აქტივობების შერჩევა და სამუშაო რეჟიმთან შეთავსება ხორციელდება დოქტორანტთან შეთანხმებით.  
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე: სამართლებრივი აპროქსიმაციის მექანიზმები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში

10 ივლ 2014
16 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:"სამართლებრივი აპროქსიმაციის მექანიზმები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში"ლექცია განკუთვნილია სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.საჯარო ლექციას გაუძღვება „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.მონაწილეობის წინაპირობები:საჯარო ლექციაზე დასწრებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები ლექციაზე დასწრების შესახებ დადასტურებას მიიღებენ ლექციის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.რეგისტრაცია დასრულდება 15 ივლისს 12:00 საათზე.საკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 555 967 637ელ.ფოსტა: EO@NewVision.ge
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გამართა საზაფხულო სემინარი თემაზე: „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება“

30 ივნ 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გამართა საზაფხულო სემინარი თემაზე: „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება“.სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადმინისტრაციული და კერძო სამართლის გამიჯვნა, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები, საბანკო რეგულაციები, ხელშეკრულების დებულებების განმარტება, საარბიტრაჟო დებულებების შედგენა, სამედიცინო დაწესებულების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.სემინარს 40-ამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის იყვნენ: ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
მეტი

ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული სამართლის მიმოხილვისთვის“!

17 ივნ 2014
სტატიის წარმოდგენა „ქართული სამართლის მიმოხილვაში“ გამოსაქვეყნებლად ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: GLR@newvision.geავტორმა ნაშრომის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს სახელმძღვანელო პრინციპები.დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ:ნინო ბეგიაშვილს - 598 56 50 12; nbegiashvili@newvision.geელენე მამუკელაშვილს - 599 27 33 27; emamukelashvili@newvision.ge
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს სთავაზობს სწავლის საფასურის განახევრების შესაძლებლობებს

6 ივნ 2014
სწავლის საფასურის განახევრების შესაძლებლობები მაგისტრანტებისთვის!ჩააბარეთ შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გადაიხადეთ სწავლის განახევრებული საფასური!როგორ?მოხვდით უნივერსიტეტის შიდა - სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო 25%-შიანდასაქმდით უნივერსიტეტის სტრუქტურულ დანაყოფებში, მაგალითად, New Vision - Legal Aid Office-ში.                        სწავლის საფასურის განახევრების პარალელურად, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის                           მოპოვების შემთხვევაში, ისწავლით უფასოდ! გაიფართოვე თვალსაწიერი, აქციე ხედვა რეალობად!
მეტი

„ნიუ ვიჟენ" – უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გიწვევთ საზაფხულო სემინარზე: კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება

30 მაი 2014
„ნიუ ვიჟენ" – უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გიწვევთ საზაფხულო სემინარზე:კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართებასემინარი განკუთვნილია ადვოკატებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.სემინარზე განიხილება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, თანამედროვე გამოწვევები, არსებული პრობლემები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:ადმინისტრაციული და კერძო სამართლის გამიჯვნა, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები;საბანკო რეგულაციები;*ხელშეკრულების დებულებების განმარტება;საარბიტრაჟო დებულებების შედგენა;სამედიცინო დაწესებულების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.** არჩევითი სესიებიდეტალური დღის წესრიგი და ინფორმაცია სპიკერების შესახებ იხილეთ აქსემინარზე მიღებული 9 კრედიტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.სემინარს გაუძღვებიან:დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;ბაადურ ყიფიანი - სამართლის დოქტორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით;ნათია წკეპლაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;სოფიო ტყემალაძე - ADR ექსპერტი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებითირმა გელაშვილი - სამართლის დოქტორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.მონაწილეობის წინაპირობები:სემინარში მონაწილეობისთვის საჭიროა ონლაინ-რეგისტრაციის გავლა, რომელიც დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 140 ლარს (ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე პირის მონაწილეობის შემთხვევაში ვრცელდება 15-20% შეღავათი). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20.06.2014საკონტაქტო პირი: ეკა ონიანიტელ.: 555 967 637 ან 599 373 373ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.gewww.NewVision.ge
მეტი

აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის მორიგი სიმულაცია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.

24 მაი 2014
2014 წლის 24 მარტს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა (კანდიდატთა) ტრენინგის ფარგლებში, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართა აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის მორიგი სიმულაცია.
მეტი

ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის მე-20, ყოველწლიური შეხვედრა

21 აპრ 2014
16-18 აპრილს, სტამბულში, ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის მეოცე, ყოველწლიურ  შეკრებაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.ევროპის სამართლის სკოლების ასოციაცია (ELFA) 1995 წელს დაფუძნდა და მისი თავდაპირველი მიზანი სკოლებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის პლატფორმის შექმნა, ბოლონიის რეფორმის შემდგომ უმაღლესი განათლების სფეროში წამოჭრილი აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საერთო პრობლემების აღმოფხვრა იყო.დღეისათვის ასოციაცია ორასზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. ასოციაციის ფარგლებში შეკრებები ყოველწლიურად იმართება, სადაც უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებასა და ახალ იდეებს უზიარებენ, იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებისა და შემდგომი განვითარებისათვის.
მეტი

მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!

19 დეკემბერი 2013
„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზესამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლებრივი ინსტიტუტების, ღირებულებების, კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდგომი სრულყოფით. პროგრამა იძლევა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის არსებული ცოდნის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გაფართოების საფუძველს. დოქტორანტს გამოუმუშავდება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის, აგრეთვე კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი, რაც მას ახალი იდეების განვითარებისთვის მზაობისა და ახალ ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევის ან არსებულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა მორგებულია დოქტორანტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კერძოდ, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საწყის ეტაპზე კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების, სტრატეგიებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლებას. ამ კომპონენტით დოქტორანტი ანვითარებს კვლევითი ნაშრომის სათაურისა და სტრუქტურის ფორმირების, აქტუალობის დასაბუთების, კვლევით დასახული მიზნის გამოკვეთის და გამოსაყენებელი მეთოდის შერჩევის უნარს. ამასთან, უშუალოდ მის კვლევასთან კავშირში დოქტორანტი ხვეწს პირველად და მეორად წყაროებზე მუშაობის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო სტატიების კვლევაში ინტეგრაციის უნარს. შემდგომ ეტაპზე, პროგრამის სავალდებულო სასწავლო კომპონენტებია სწავლების მეთოდები – I და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარებაზე მიმართული II სემინარი. ხოლო კვლევითი კომპონენტების - ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და დამოუკიდებლად შესასრულებელი კოლოკვიუმის - ურთიერთმონაცვლეობა და გონივრული ნაზავი ხელს უწყობს, შესაბამისად, ინტერაქტიული და დამოუკიდებელი მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას. სავალდებულო კვლევითი კომპონენტები დისერტაციის ნაწილია. ამასთან, როგორც სასწავლო ისე კვლევითი კომპონენტების განხორციელების თანმიმდევრობა მნიშვნელოვნად ემყარება სტუდენტის არჩევანს. გარდა ამისა, პროგრამა დოქტორანტს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააზუსტოს საკუთარი პროფილი: განივითაროს სწავლებაზე ან კვლევაზე ორიენტირებული უნარები, ანუ აირჩიოს შესაბამისად სწავლების მეთოდები – II ან კვლევის უნარის შემდგომ განვითარებაზე მიმართული II სემინარი. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)სწავლების ენა: ინგლისური/ქართულისემესტრის საფასური: 2250 ლარი**დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით. 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოყოფილია 10 სტიპენდია. პროგრამაზე მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.ელექტორნული განცხადის ფორმაში ასატვირთია:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ფოტოსურათი;ხელმძღვანელის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის განათლების, სამსახურებრივი გამოცდილების ან მანამდე განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ „B2” დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (ინგლისური ენის დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz)ავტობიოგრაფია („CV“). პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.newvision.ge/#!-/c1bx5 ღია კარის დღე გაიმართება 2014 წლის 3 სექტემბერს, 19:00 საათზე. 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადის მიღების ვადებია:    1. საბუთების წარმოდგენის ვადა - 30 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);    2. საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთების ვადა - 10 სექტემბერი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);    3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადა - 8 ოქტომბერი.სწავლა დაიწყება 2014 წლის 13 ოქტომბერს! საკონტაქტო პირები:ნინო ბეგიაშვილიტელ.: 598 56 50 12ანელენე მამუკელაშვილიტელ.: 599 27 33 27ელ.ფოსტა: info@NewVision.ge
მეტი