სიახლეები

კურსდამთავრებულთა სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (FMGE/MCI) მოსამზადებელი პროგრამა
23 მაისი 2018

26 მაისს, 11 საათიდან დაიწყება კურსდამთავრებულთა სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის მოსამზადებელი პროგრამის პირველი სესია, რომელიც ეფუძნება ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (FMGE/MC) ტენდენციებსა და უნივერსიტეტის 3D ვირტუალური სწავლების გამოცდილებას. ლექციებს გაუძღვება კამალ კიშორ ვერმა.

დოქტორი კამალ კიშორ ვერმა ავტორია წიგნისა კურსდამთავრებულთა სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის თვითშეფასება და მიმოხილვა, რომლის მეშვიდე გამოცემა ახლახან გამოქვეყნდა.

ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკოკამპუსი, ბოხუას 11, 0159 თბილისი.

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: info@amci.in.net. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 591490198 ან ესტუმრეთ ვებგვერდს: www.amci.in.net.