სიახლეები

კონფერენცია ვარშავაში - "ევროპის კავშირი გამოწვევების წინაშე"
16 მაისი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე, ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე - "Facing the Challenges in European Union. Re-thinking of EU Education and Research for Smart and Inclusive Growth (EuInteg)”, მოხსენებით წარდგა: "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა - სამართლებრივი პერსპექტივა".

კონფერენცია, რომელიც 14 და 15 მაისს, ვარშავაში პოლონეთის ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის (PECSA) ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ევროპულ სწავლებებში განათლების, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევარებისა და პროფესიონალების ჩართულობით როგორც პოლონეთიდან, ისე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან.