სიახლეები

კონფერენცია ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის შესახებ
11 აპრილი 2017

6 აპრილს, სასტუმრო „ბილთმორში“ ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელიც ინტრაბიმის (INTRABEAM) აპარატით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს მიეძღვნა. ინტრაბიმი არის ინოვაციური სისტემა ინტრაოპერაციული რადიოთერაპიისათვის - რენტგენული სპექტრის დაბალენერგიული ფოტონური სხივები ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ონკოლოგიური დაავადებების ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით მკურნალობა მსოფლიოს მრავალ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული, მათ შორისაა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.

ღონისძიება მედიცინის დარგში მაღალი ტექნოლოგიების იმპორტიორი საერთაშორისო კომპანიის „ოპტეკ ჰოლდინგის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, მათ შორის მოხსენებები წიკითხეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიისა და ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის პროფესორმა მიხეილ ჯანჯალიამ.