სიახლეები

კონკურსი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ახალ ლოგოსა და სლოგანზე
16 იანვარი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ახალ ლოგოსა და სლოგანზე, რომელიც უნდა ეხმიანებოდეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის იდეას.

ჰოსპიტალის მიზანია: „პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირში.“

შესაძლებელია როგორც მხოლოდ ლოგოს დიზაინის ან სლოგანის ვერსიის, ისე ორივე მათგანის ერთობლივად მოწოდება ელექტრონული ფოსტის info@newvision.geმეშვეობით.

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 იანვარი, საუკეთესო შემოთავაზების ავტორი მიიღებს სპეციალურ პრიზს.