სიახლეები

კონკურსი იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა შესარჩევად
7 ოქტომბერი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ისე სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2015 წლის 15 ოქტომბრისა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. სამართლის სკოლის პროგრამა მთლიანად ეფუძნება თეორიული მასალის პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, ასევე ადრეულ ეტაპზევე სტუდენტის ჩართვას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. სავალდებულო კომპონენტები მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო ჯგუფებს. ხოლო იურიდიული კლინიკების არსებობა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ მრავალ სამართლებრივ საკითხს შორის მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებათა გამოკვეთას, რათა მან „ისწავლოს კეთებით“ (learning by doing), საზოგადოებაში გავრცელებული სამართლებრივი პრობლემების რეალური მოგვარების გზით.