სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
31 მარტი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ქირურგიის მიმართულებით: 3 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი;

  2. ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი.

აკადემიური თანამდებობის დაკავების ძირითადი (კანონმდებლობით დადგენილი) და დამატებითი (საუნივერსიტეტო) წინაპირობები მოწესრიგებულია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებით. (იხ.: დებულება)

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი ინგლისურ ენაზე (იხ.: სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა); ასევე, ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად: application@newvision.ge-ზე.

შედეგები გამოცხადდება ამავე წლის 15 მაისამდე.

საკონტაქტო პირი:

ელენე მამუკელაშვილი

ტელ.: 599 27 33 27

 

ეკა ონიანი

ტელ.: 599 37 33 73

ელ.ფოსტა: info@NewVision.ge