სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
15 თებერვალი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლადსაბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით:

  • 15 პროფესორი;

  • 15 ასოცირებული პროფესორი;

  • 20 ასისტენტი.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს მისი სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე, საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. დანართი)

  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

აკადემიური თანამდებობის დაკავების ძირითადი (კანონმდებლობით დადგენილი) და დამატებითი (საუნივერსიტეტო) წინაპირობები მოწესრიგებულია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებით (იხ. დანართი)

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად, მისამართზე: application@newvision.ge

შედეგები გამოცხადდება ამავე წლის 8 აპრილამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 373 373 ან 599 273 327