სიახლეები

კონკურენციის სამართლის ახალი სახელმძღვანელო
20 აპრილი 2019

19 აპრილს, უნივერსიტეტში საქართველოს კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.  

ნაშრომი კონკურენციის სამართლის დარგში ქართულ ენაზე შესრულებული ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა. წიგნის რედაქტორები არიან ქეთი ზუკაკიშვილი და ლიანა ჯაფარიძე, ხოლო თანაავტორები - ნინო კობაძე, ნინა ჟვანია, ზურაბ გველესიანი, მედეა აკოლაშვილი, ნიკა სერგია და სოფიო მომცელიძე.

სახელმძღვანელო ავტორთა პრო ბონო შრომის შედეგია და იგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.