სიახლეები

კლინიკური უნარების ლაბორატორიასა და ტრენინგცენტრის კურსი სკოლის მოსწავლეთათვის
17 მაისი 2019

უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის ორგანიზებით ევროპის რეანიმაციის საბჭოს კურსი - „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებში (BLS)“ სკოლა „ლოგოსის“ დამამთავრებელი კლასის ათ მოსწავლეს ჩაუტარდა. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული კურსების პოპულარიზაციისთვის სკოლებში პრეზენტაციები დაგეგმეს.

ტრენინგპროგრამა საზოგადოების ფართო ნაწილისთვისაა განკუთვნილი და მიზანად ისახავს პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.