სიახლეები

კლინიკური უნარების ლაბორატორიასა და ტრენინგცენტრის კურსები
13 მაისი 2019

უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიასა და ტრენინგცენტრში უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა და რეზიდენტებმა გაიარეს ევროპის რეანიმაციის საბჭოს კურსები: „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი ჩვილებსა და ბავშვებში (PBLS)“ და „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებში (BLS)“.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და ამერიკის გულის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები. წარმატებულმა მონაწილეებმა მიიღეს ევროპის რეანიმაციის საბჭოს სერტიფიკატები.

დღესდღეობით, ევროპის რეანიმაციის საბჭოს ორივე კურსი (BLS, PBLS) ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის 144-მა საექთნო და საექიმო პერსონალმა  გაიარა წარმატებით.