სიახლეები

კლინიკის გავლის მსურველთა რეგისტრაციის ვადები
1 ოქტომბერი 2014

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისის თვიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.

იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის 10 ოქტომბრიდან განაგრძობს საქმიანობას ახალი შემადგენლობით.

კლინიკის გავლის სურვილის შემთხვევაში, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაციის გავლის მიზნით 2014 წლის 8 ოქტომბრამდე მიმართონ სამართლის სკოლის მენეჯერს - ნინო ბეგიაშვილს (nbegiashvili@newvision.ge).