სიახლეები

კინგს კოლეჯ ლონდონსა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლასთან გამოცდილების გაზიარება
4 სექტემბერი 2018

3-4 სექტემბერს, პროფესორი დავით კერესელიძე მონაწილეობდა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (HERE) სასწავლო ვიზიტში - „სწავლისა და სწავლების შესახებ - უმაღლესი განათლების სფეროს პერსონალის პროფესიული განვითარება“. ღონისძიებას უმასპინძლეს კინგს კოლეჯ ლონდონმა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლამ. დავით კერესელიძის მიმართვა პლენარულ სხდომაზე - აკადემიური გამოცდილების განვითარება და დანერგვა: პროგრამის ფორმირება - შეეხო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აკადემიური პერსონალის როლის ხელახალი გააზრების მნიშვნელობასა და პროფესორთათვის მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების საჭიროებას.

ღონისძიება დაფინანსდა ევროპული კავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის ფარგლებში. მისი მიზანი იყო უნივერსიტეტის პერსონალის განვითარების პროგრამების შესახებ გამოცდილების გაზიარება ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის განვითარების კონტექსტში.