სიახლეები

კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი
10 ნოემბერი 2017

7 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დმიტრო ლუკიანენკო, ვიცერექტორი საერთაშორისო საკითხებში - ვიქტორ ჩუჟიკოვი, საერთაშორისო ეკონომიკისა და მანეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორი - ლიუბოვ ლუკიანენკო და უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური მობილობის ცენტრის დირექტორი - პროფესორი ეველინა კოლომეც-ლუდვიგი. 

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უნივერისიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის განხილვას. გამოიკვეთა პრიორიტეტები სამართლის, ბიზნესის, მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით, როგორც საერთაშორისო პროექტებში შესაძლო ჩართულობის, ისე უშუალოდ უნივერტიტეტებს შორის პარტნიორობის მხრივ.