სიახლეები

კიბოს პრევენციის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებები გაიმართა
2 ნოემბერი 2015

31 ოქტომბერს, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართა. მსვლელობა მიზნად  ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

მსვლელობა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიმართა და ვაკის პარკში, კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებმაც მიიღეს და მოსახლეობას ძუძუს კიბოს პრევენციის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ:

  • ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

  • Dunkin' Donuts

  • DHL Georgia

  • Kia Motors Georgia

  • Etam Georgia

  • OK! Magazine Georgia

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის AVON-ის მამოგრაფიის კაბინეტი მეორე წელია

ახორციელებს უფასო გამოკვლევებს ძუძუს კიბოს პრევენციისათვის.

ჰოსპიტალის მისამართი: 

ლიუბლიანას 2/6
ტელ.: (032 ) 2 48 72 27 ან 551 25 88 88