სიახლეები

„კერძო სამართლის დებატებისა“ და „სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ პრეზენტაცია
1 დეკ 2014

2014 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის სტუდენტებს, გიწვევთ ღონისძიებათა - „კერძო სამართლის დებატებისა“ და „სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ - პრეზენტაციებზე.

„კერძო სამართლის დებატები“ გულისხმობს დებატების ციკლს სამართლის სკოლის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისათვის. დებატების მიზანია სტუდენტის თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და იურისტის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა. 

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დებატების მოსამზადებელ შეხვედრას, რომელზეც ყურადღება გამახვილდება ნორმის განმარტების მეთოდების გამოყენებაზე, ასევე დასაბუთებისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებაზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პირველი სადისკუსიო თემის - „ქმედუნარიანობის შეზღუდვა“ - განხილვის ფორმატი და გუნდების მონაწილეობის პირობები.

„სამართლებრივი აზროვნების კლუბის“ მიზანია სხვადასხვა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის შეთავაზება, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.

„სამართლებრივი აზროვნების კლუბში“ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი შეხედულებები წარუდგინონ შესაბამისი სფეროს პროფესორებსა და პრაქტიკოს იურისტებს, რაც შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის ფართო ასპარეზს ქმნის.