სიახლეები

ქცევის ნეირომეცნიერების საერთაშორისო საზოგადოების 23-ე კონფერენცია
30 ივნისი 2014

2014 წლის 10-15 ივნისს ლას ვეგასში გამართულ ქცევის ნეირომეცნიერების საერთაშორისო საზოგადოების 23–ე კონფერენციაზე წარდგენილი იყო „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევართა ერთობლივი კვლევის შედეგი თემაზე: „ტოლუოლის ქრონიკული ექსპოზიციით გამოწვეული ცვლილებები ზრდასრული და ახალგაზრდა ვირთაგვების მეხსიერებასა და ჰიპოკამპის სტრუქტურაში“. 

კონფერენციის ძირითადი ფუნქცია ქცევის ნეირომეცნიერების სფეროში კვლევების მხარდაჭერაა საზოგადოების წევრებს შორის თავისუფალი და ღია კომუნიკაციის და სამეცნიერო გამოცდილების ურთერთგაცვლის ხელშეწყობის გზით.