სიახლეები

კატი და გრეგ ბონდების ტრენინგი მედიაციისა და ორგანიზაციებში კონფლიქტის მართვის შესახებ
21 მაისი 2018

21 მაისს, მედიაციის გამორჩეულმა ტრენერებმა გრეგ და კატი ბონდებმა ჩაატარეს სესია მედიაციისა და ორგანიზაციებში კონფლიქტის მართვის შესახებ.

მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, ისაუბრეს ორგანიზაციებში წარმოშობილი კონფლიქტების რაობასა და გადაჭრის გზებზე, სამუშაო ადგილას არსებული დავების მართვის მეთოდებზე.

ტრენინგი უნივერსიტეტის ლიდერობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.