სიახლეები

ჯონ კინგის ტრენინგი ფართო საზოგადოებისთვის
2 მაისი 2018

2 მაისს, ჯონ კინგის ერთდღიან ტრენინგს ლიდერობის ხელოვნების შესახებ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სამოტივაციო წერილების საფუძველზე შერჩეული სხვა სტუმრები დაესწრნენ.

ტრენინგი საზოგადოებრივი (მზრუნველი) უნივერსიტეტის იდეის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. მისი მიზანი საზოგადოებაში ლიდერობისა უნარების განვითარება და ეფექტიანი კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომების გავრცელება იყო. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ სამოტივაციო წერილში იმის მითითება, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სანაცვლოდ რა სიკეთეს მოუტანდნენ საზოგადოებას.