სიახლეები

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენინგი ევროკავშირის სამართალსა და ადამიანთა უფლებებზე
25 ოქტომბერი 2018

23-25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოსამართლეთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „შესავალი ევროკავშირის სამართალში და ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში“. ტრენინგის პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის (EU4Justice)  პროექტის მხარდაჭერით.

ტრენინგის ექსპერტებად მიწვეული იყვნენ მარია ბერგერი - ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი გაგა გაბრიჩიძე და ევროპის კავშირის სამართლის ექსპერტი ქეთევან აბაშიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლეებმა.