სიახლეები

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია
11 მაისი 2019

10 მაისს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გაიმართა იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დარგის უახლეს გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, მათ შორის: კონფიდენციალობისა და ინტერესთა კონფლიქტის, არბიტრთა პროფესიული ეთიკის, სოციალურ მედიაში ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებისა და ადვოკატის ჰონორარის, მინდობილი თანხებისა და ადვოკატის ფიდუციური ვალდებულებების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).