სიახლეები

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია
2 მაისი 2019

10 მაისს, 10 საათზე უნივერსიტეტის ეკოკამპუსი მასპინძლობს იურიდიული ეთიკის ყოველწლიურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია იურიდიული ეთიკის პოპულარიზაცია და მისი სწავლების ხელშეწყობა, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის დისკუსიის ფორუმის ჩამოყალიბება. 

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

 

მის.: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკოკამპუსი, ბოხუას 11.