სიახლეები

იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა PROLoG-ის საჯარო დისკუსიათა სერიაში მიიღო მონაწილეობა
3 ივლისი 2019

3 ივლისს, უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიო ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში: „იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის“.

სოფიო ჩაჩავამ ისაუბრა პრაქტიკული სწავლების კომპონენტებზე და მათ მნიშვნელობაზე იურიდიულ განათლებაში. მან აუდიტორიას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების საქმიანობა გააცნო.

კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სამართლის სტუდენტების იმ უნარ-ჩვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მათი დასაქმებისა და შემდგომი კარიერული წარმატებისთვის არის აუცილებელი.

იურიდიული განათლების შესახებ საჯარო დისკუსია ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარეობდა.