სიახლეები

იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელის ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
28 ივლისი 2019

28 ივლისს, უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი ანა ლორია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვიზიტის მიზანი იყო იურიდიული ეთიკის სწავლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

ანა ლორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე იურიდიული ეთიკის კურსის დანერგვისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდული ეთიკის მიმართულების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებსა და სტატიების კონკურსში მონაწილეობის საკითხები. მათ ასევე ისაუბრეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში იურიდიული ეთიკის მიმართულების ინტეგრირების შესახებ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების მიერ დაგეგმილ პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგში, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. ტრენინგი გაიმართება სამაგისტრო საფეხურზე იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსის გაზიარების მიზნით.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროექტის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).