სიახლეები

იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის ვორქშოპი
2 ოქტომბერი 2017

28 სექტემბერს, იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ეთიკის პოპულარიზაციას, მისი სწავლების ხელშეწყობას და ექსპერტთა ჯგუფის მიერ სამართლებრივი ეთიკის ერთიანი სილაბუსის შემუშავებას.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).