სიახლეები

იურიდიული ეთიკის კონფერენცია
30 აპრილი 2018

28 აპრილს, იურიდიული ეთიკის კონფერენციაზე მომხსნებლებმა ისაუბრეს პროფესიულ ვალდებულებებსა და გამოხატვის სტანდარტებზე სოციალურ მედიაში, ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის შეწყვეტისას ჰონორარის რეგულირების არსებულ პრაქტიკაზე, ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნებთან მიმართებით და სხვა აქტუალურ თემებზე. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იურიდიული ეთიკის საკითხებზე კონფერენციის ყოველწლიურად ჩატარების იდეა ყოველმხრივ იმსახურებს მხარდაჭერას.

ღონისძიება ჩატარდა უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით.