სიახლეები

იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორები „საქართველო კარიტასის“ ბენეფიციარ მოზარდებთან
17 მაისი 2019

17 მაისს, უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორები საქველმოქმედო ფონდ „საქართველო კარიტასის“ ბენეფიციარ მოზარდებს ესტუმრნენ.  

სტაჟიორებმა ისაუბრეს იურისტის, კერძოდ, ადვოკატის, მოსამართლისა და პროკურორის პროფესიების შესახებ. ასევე - ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანი, უსაფრთხო გარემოს შექმნისას იურისტის როლის შესახებ.

შეხვედრა უნივერსიტეტის სოციალური პროექტებისა და განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ეგიდით განხორციელდა.