სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა რეგისტრაცია
10 მარტი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.

იურიდიული დახმარების ცენტრი 2015 წლის 30 მარტიდან საქმიანობას ახალი შემადგენლობით განაგრძობს.

პრაქტიკის გავლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით.