სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
1 თებერვალი 2019

1 თებერვალს, სტაჟიორებს მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ როგორც იურიდიული დახმარების ცენტრის, ისე იურიდიული ეთიკის კლინიკის წარმატებით დასრულებისთვის. იურიდული ეთიკის კლინიკა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებმა დაამუშავეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები.

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).