სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
27 იანვარი 2017

25 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა სტაჟიორებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. იურიდიული დამხარების ცენტრი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. მისი მიზანია უფასო იურიდიული კონსულტაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, იურიდიული დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი/შესაგებელი და ა.შ.) მომზადება, ადინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში უფასო წარმომადგენლობა. იურიდიული დახმარების ცენტრში, გამოცდილ ადვოკატებთან ერთად, მუშაობენ და ასევე სტაჟირებას გადიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ცენტრი ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებასა და მომავალი იურისტების პროფესიულ ზრდაზე.