სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია
1 აპრილი 2015

31 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში ცენტრის საქმიანობის ბოლო ექვს თვეს მოიცავდა. ამ პერიოდში უფასო იურიდიული კონსულტაცია 48 საქმეზე განხორციელდა. აქედან, 10 ადმინისტრაციული, ხოლო 38 საქმე სამოქალაქო სამართლებრივი იყო. ცენტრის მომსახურებით საქართველოს მოქალაქეების გარდა შვიდმა უცხოელმაც ისარგებლა.

იურიდიული დახმარების ცენტრში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ზედამხედველი ადვოკატების ხელმძღვანელობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. იურიდიული დახმარების ცენტრის სერვისი მოიცავს როგორც ზეპირი და წერილობით იურიდიულ კონსულტაციას, ისე წარმომადგენლობას სასამართლოში.