სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია
3 ოქტომბერი 2017

30 სექტემბერს, იურიდიული დახმარების ცენტრის ექვსი თვის  (01.01.2017 – 01.07.2017 წწ) საქმიანობის ანგარიშის  შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, ცენტრმა სამოქალაქო და საჯარო სამართლის მიმართულებით სამოცდაათი საქმე აწარმოა. ცენტრში სტაჟირება გაიარა როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ისე სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ოცდაცხრა სტუდენტმა. სტაჟიორებმა წარმოადგინეს ცენტრის მიერ წარმატებით დასრულებული საქმეები. პრეზენტაციის დასასრულს კი გადაეცათ სერტიფიკატები.

იურიდიული დახმარების ცენტრს შეუძლია მიმართოს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში იმყოფება.