სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის წლიური ანგარიში
12 აპრილი 2018

11 აპრილს, იურიდიული დახმარების ცენტრის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. 2017 წლის განმავლობაში ცენტრში სტაჟირება გაიარა როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ისე სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 41 სტუდენტმა. ამ პერიოდში ცენტრმა სამოქალაქო და საჯარო სამართლის მიმართულებით 135 მოქალაქეს გაუწია მომსახურება. სტაჟიორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ცენტრის მიერ დასრულებული საქმეების ძირითადი ასპექტები.