სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის ანგარიში და ახალი შემადგენლობა
16 აპრილი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული გუნდით განაგრძობს. ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩართულმა სტუდენტებმა 18 აპრილს საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს. შეხვედრას კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ცენტრის მუშაობაში აპრილის ბოლოდან ჩაერთვებიან. ცენტრის სახელით მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები უწევენ.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს:

  • უფასო იურიდიული კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; 

  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; 

  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.