სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრი საქმიანობას განახლებული შემადგენლობით აგრძელებს
3 ნოემბერი 2014

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული დახმარების ცენტრი  უნივერსიტეტის დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების ახალი ნაკადით დაკომპლექტდა.

კლინიკური სწავლება იძლევა უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის ადეკვატური შედეგის მიღწევის საშუალებას. დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ეს პროცესი ასახავს „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებული მეთოდიდან „სწავლა სწავლებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე გადასვლას.

მაგისტრანტები ეწევიან სამართლებრივ კონსულტაციას, ადგენენ იურიდიულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. ამ საქმიანობას მაგისტრანტები იმ დოქტორანტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ, რომლებიც პარალელურად ეწევიან საადვოკატო პრაქტიკას. ამასთან, ისინი მენტორობას უწევენ ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებისთვისაც, ეს პროცესი ორიენტირებულია  „სწავლა კეთებით“ პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდზე. ბაკალავრიატის სტუდენტის მიერ კლიენტის რეგისტრაცია, ინტერვიუირებაზე დაკვირვება და წერილობითი დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა.