სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს
9 ნოემბერი 2015

2015 წლის 11 ნოემბრიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს. ცენტრის სახელით იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებიც გაუწევენ.

სტაჟიორები მუშაობის დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს იურიდიული მომსახურების სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებზე.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს:

  • უფასო იურიდიული კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;  

  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; 

  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.