სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად
7 მაისი 2018

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სტაჟირების ვადა შეადგენს 8 თვეს.

სასურევლია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე.

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2018 წლის 21 მაისისა.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს:

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;
  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: 

http://www.emailmeform.com/builder/form/t91VKJBhHojvdRM8sf8